"თუ ივანიშვილი საფრანგეთთან მოლაპარაკებაზე წავა, მხოლოდ საკუთარ თავს გადაირჩენს" - ექსპერტები

10.04.25 17:39
"თუ ივანიშვილი საფრანგეთთან მოლაპარაკებაზე წავა, მხოლოდ საკუთარ თავს გადაირჩენს" - ექსპერტები

ექსპერტები და ოპოზიციონერები ამბობენ, რომ ივანიშვილის ფრანგული სანქციების განსაკუთრებული შიში აქვს, პირველი იმიტომ, რომ საფრანგეთის მოქალაქეა და მეორე, რადგან პარიზში ოლიგარქი დიდძალი ქონების მფლობელია.

სწორედ ამიტომ კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი წევრი და კორუფციის მკვლევარი ბესო დონაძე ფიქრობს, რომ ივანიშვილი შესაძლოა მოლაპარაკებებზე წავიდეს. 

მისი თქმით, მოლაპარაკებაზე წასვლის შიში აქვთ სწორედ "ოცნებაში", რადგან დონაძის განცხადებით, ივანიშვილის გუნდის წევრებმა კარგად იციან, რომ ივანიშვილი მხოლოდ თავის თავს გადაირჩენს.

ივანიშვილი ქონებას საფრანგეთშიც, საქართველოშიც, რუსეთშიც ყველგან მალავს. ის რა ქონებაც ჩვენ ვიცით რომ აქვს საფრანგეთში, არის ძალიან მიზერული. 

მისი გუნდის წევრების ბედი არის დამოკიდებული ივანიშვილზე, შესაბამისად, უნდათ, არ უნდათ, ყვირიან, იმიტომ, რომ ივანიშვილი არის მათი პატრონი და ივანიშვილს რომ რამე დაემართოს, რომ დასანქცირდეს, რომ საფრანგეთის მოქალაქეობა ჩამოართვან, ბიძინა ივანიშვილი წავა სხვა მოლაპარაკებაზე, და ივანიშვილი რომ წავა მოლაპარაკებაზე, გადაირჩენს თავის თავს და ის დანარჩენი მასა, ვინც მის ირგვლივ ტრიალებს, ეს ადამიანები უბრალოდ ხომ არ აინტერესებს", - ამბობს ბესო დონაძე. 

ფრანგული სანქციების შემთხვევაში ივანიშვილის განსაკუთრებით დაზარალებაზე საუბროს ნიდარ ხარშილაძეც.

სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელის თქმით, ევროკავშირისთვის პირდაპირ გაცხადებულია, რომ ივანიშვილი რუსულ პოლიტიკას ატარებს, ამიტომაც როდესაც ოლიგაქრის "მსახურები ვერ ებრძვიან სიმართლეს, ებრძვიან წყაროს" და სწორედ ამას უკავშირდება "ოცნების" თავდასხმებიც სტრატეგიულ მეგობრებზე. 

ბუნებრივია, პირველ რიგში მისი შიშები, რომ როგორც საფრანგეთის მოქალაქეს შეიძლება მეტი ზარალი მიადგეს ვიდრე სხვა ქვეყნიდან. რა უყონ ხომ ამას, რომ ყველა პირდაპირ ხელს ადებს, რომ რუსულ პოლიტიკას ატარებენ და ეს ყველამ კარგად ვიცით. ეს არის კარგად დაცდილი საბჭოთა ტაქტიკის ნაწილი, როცა ებრძვი წყაროს, როცა ვერ ებრძვი სიმართლეს. საბჭოთა ხალხი, რომელიც პირდაპირ კავშირზეა მოსკოვთან და წარმოადგენენ უკვე საბჭოთა კავშირის თანამედროვე ვერსიას, ეუბნებიან იმ ხალხს, ვინც ოჯახებით ებრძოდა ჯერ კიდევ ცივი ომიდან მოყოლებული საბჭოთა კავშირს, ხალხს აგუებენ იმ აზრთან თავის ჭკუით, რომ აი, არ ვარგა ეს ევროპა და აი ამის ალტერნატივა არის აი აგერ რუსეთის ფედერაცია. ეს არ არის გარკვეული სტრატეგიის ნაწილი, აქ უკვე გადარჩენაზეა საუბარი", - ამბობს ნოდარ ხარშილაძე. 

საფრანგეთის მხრიდან ივანიშვილის სანქცირების საკითხი დღის წესრიგში ევროპარლამენტარმა გალერიმ გუშინ დააყენა.

  •  მან ევროპარლამენტში ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდა - "ივანიშვილი საფრანგეთის მოქალაქეა, თუ მას საფრანგეთში ქონება აქვს, მაშინ ზომები უნდა მივიღოთ".

გალერის განცხადებას, შალვა პაპუაშვილის პასუხი მოჰყვა. მან გუშინდელი განცხადება, რაც სოციალურ ქსელში დაწერა, დღეს მედიის წინაშეც გაიმეორა და იერიში მიიტანა ევროპელ პარტნიორებზე.