თბილისური გაზაფხული ისევ იქნება თბილისური გაზაფხული, ჩვენ არ ვიქნებით რუსეთი! - ჩიკვაიძის დედა
გიორგი ჩიკვაიძის დედა ამბობს, რომ 14 აპრილს ახალგაზრდების დაანონსებულ აქციას შეუერთდება. ეკა წერეთელი დარწმუნებულია, რომ ერთობა ხალხს გამარჯვებას მოუტანს.
"თბილისური გაზაფხული ისევ იქნება თბილისური გაზაფხული, ჩვენ არ ვიქნებით რუსეთი!", - ამბობს ჩიკვაიძის დედა.
ჩვენ ერთად ვართ, ის ახალგაზრდები, ის სტუდენტები და ის ბიბჭები, რომლებიც სინდისის პატიმრები არიან, ძირითადად, ისინი სტუდენტები არიან. რა თქმა უნდა, შევუერთდები და ეს ერთობა მოიტანს ძალიან დიდ გამარჯვებას. ამას ყველა ერთად ვნახავთ. თბილისური გაზაფხული ისევ იქნება თბილისური გაზაფხული და ჩვენ არ ვიქნებით რუსეთი. ჩვენ სახელოვნად გავიმარჯვებთ, - ამბობს გიორგი ჩიკვაიძის დედა.
ქვეყნის ევროპული მომავლის გადასარჩენად ქუჩებში სტუდენტების დემონსტრაცია გაიმართება. 14 აპრილს, დედა ენის დღეს, ახალგაზრდები ისტორიული მარშრუტის გავლას აპირებენ თსუს პირველი კორუსიდან პარლამენტამდე. ევროპული მომავლის მცველები ხმაურით გეგმავენ, რეჟიმი შეაწუხონ და ციხეებში უკანონოდ გამოკეტილ მათ თანამებრძოლებს სოლიდარობა გამოუცხადონ.