დირექტორების შავი სიები ბაგა-ბაღებში - რატომ ათავისუფლებენ სტაჟიან კადრებს?

11.04.25 13:40
დირექტორების შავი სიები ბაგა-ბაღებში - რატომ ათავისუფლებენ სტაჟიან კადრებს?

საკადრო ცვლილებები საბავშვო ბაღებში - გათავისუფლებულებს შორის არის N 17 საჯარო ბაგა-ბაღის დირექტორი ლელა ბაქრაძეც. ბაქრაძეს ამ პოზიციაზე 10 წლიანი მუშაობის გამოცდილება ჰქონდა, თუმცა მოულოდნელად, ორი დღის წინ ის სამსახურიდან დაითხოვეს. 

რატომ გამოუშვეს თანამდებობიდან ლელა ბაქრაძე საბავშვო ბაღში არ იციან. დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ამტკიცებს, რომ მიზეზი მისთვის უცნობია. 

ქალბატონი ლელა არის ჩვენი დირექტორი, ოღონდ გათავისუფლებული. ჯერჯერობით ჩვენ ეს არ ვიცით. მე ვარ მოადგილე, ვასრულებ დირექტორის მოვალეობას. მე შემატყობინეს, რომ ცვლილებებს აქვს ადგილი და ამ წუთში თქვენ უნდა შეასრულოთ მოვალეობაო. რატომ არ უთქვამთ. ქალბატონი ლელა, რამდენადაც ვიცი, 2015 წლიდან არის დირექტორი. აბსოლუტურად მშვიდად ვმუშაობდით, ჩვენ ეს პრობლემები პოლიტიკური საერთოდ არ შეგვხებია. აქამდე არ ყოფილა ასეთი შემთხვევა, - ამბობს დირექტორის მოადგილე.

სამსახურიდან გაუშვეს 28 საჯარო ბაღის დიერქტორი, მანან ხეცურიანიც. ვარკეთილის ბაღში ამ წუთებში შენობის დემონტაჟი მიმდინარეობს, ამიტომ აღსაზრდელები ორ სხვადასხვა ბაღში გადაანაწილეს. სწორედ 176 ბაღში შევიდა მონიტორინგის სამსახური იმ მიზნით 28 საჯარო ბაღში დარღვევები აღმოეჩინა. 

დირქტორის მოავლეობას 28 საჯარო ბაღშიც მისი მოადგილე ასრულებს. კითხვებზე პასუხების მისაღებად ქალი "პირველებს" ბაღების სააგენტოში ამისამართებს. 

მიმართეთ სააგენტოს. აღმოაჩინეს დარღვევა. ხშირად ტარდება მონიტორინგი, ყველაფერს ამოწმებენ. არავითარი პოლიტიკური მიზანი. არც თითონ და არც არავინ დადიოდა აქციებზე, - ამბობს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი. 

"ტვ პირველის" ინფორმაციით, წინასწარ შედგენილია შავი სია, რომლის მიხედვითაც პოზიციებიდან არა მხოლოდ დირექტორებს, არამედ იმ თანამშრომლებსაც უშვებენ, რომლებიც პროევროპულ აქციებზე დადიოდნენ. ის, რომ თანამდებობიდან დირექტორების გარდა რამდენიმე თანამშრომელიც გათავისუფლდა, თავად ბაღების სააგენტოც ადასტურებს. 

თბილისის 4 საბავშვო ბაღიდან დირექტორები გაუშვეს. ოფიციალური მიზეზი მონიტორინგის მოულოდნელი  შემოწმებაა, თუმცა "პირველებს" უყვებიან, რომ უსამსახუროდ დარჩენა იმ დირექტორებს შეეხო, ვინც თანამშრომლებს არ ავალდებულებს,  "ქართული ოცნების" პარტიულ გულშემატკივრებად იქცნენ.

მსგავსი მონიტორინგი ბაგა-ბაღებში პერიოდულად ტარდება, თუმცა ჯერ არ ყოფილა, რომ ამას დირექტორების თანამდებობიდან გაშვება მოჰყოლოდა.