მზადება 14 აპრილის აქციისთვის - სტუდენტების საგანგებო მიმართვა
მზადება ახალი საპროტესტო დღისთვის - სტუდენტმა სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში განცხადება გააკეთეს. 14 აპრილს, 19:00 საათზე დედა ენის დღეს ახალგაზრდები იმ გზას გაივლიან, რომელიც სტუდენტებმა და პროფესორ - მასწავლებელმა 1978 წლის 14 აპრილს გაიარეს.
ევროპული მომავლის მცველი ახალგაზრდები სოლიდარობას უცხადებენ პროევროპულ აქციაზე უკანონოდ დაკავებულ მოქალაქეებს და ყველა ადამიანს მოუწოდებენ 14 აპრილს დაანონსებულ საპროტესტო აქციას შეუერთდნენ.
ჩვენი ქართული ენა ჩვენამდე ერთობით მოვიდა, რომელიც გვაერთიანებს. შესაბამისად, 14 აპრილს 19:00- ზე ვიკრიბებით სტუდენტები და არა მხოლოდ სტუდენტები თსუ-ს პირველ კორპუსთან, საიდანაც დავიცავთ და გავივლით იმ ტრადიციას, რომელიც გაიარეს სტუდენტებმა და პროფესორ - მასწავლებელმა 1978 წლის 14 აპრილს და ამით არაერთხელ და კიდე ერთხელ გამოვუცხადებთ სოლიდარობას ჩვენ თანამებრძოლებს პოლიტპატიმრებს, რომლებიც ჯერ კიდევ მხნედ არიან და ჩვენ მათ მივესალმებით აქედან. შესაბამისად, გთხოვთ, რომ შემოგვიერთდეთ და ერთად დავიცვათ ჩვენი პოლიტპატიმრები, ერთად დავიცვათ საქართველო და ერთად გავერთიანდეთ ჩვენი ევროპული და ქართული მომავლისთვის", - განაცხადეს სტუდენტებმა.
ქვეყნის ევროპული მომავლის გადასარჩენად ქუჩებში სტუდენტების დემონსტრაცია გაიმართება. 14 აპრილს, დედა ენის დღეს, ახალგაზრდები ისტორიული მარშრუტის გავლას აპირებენ თსუს პირველი კორუსიდან პარლამენტამდე. ევროპული მომავლის მცველები ხმაურით გეგმავენ, რეჟიმი შეაწუხონ და ციხეებში უკანონოდ გამოკეტილ მათ თანამებრძოლებს სოლიდარობა გამოუცხადონ.