ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გაათავისუფლეს

11.04.25 19:07
ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გაათავისუფლეს

ეთერიდან მოხსნის შემდეგ, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი საზოგადოებრივი მაუწყებლიდანაც გაათავისუფლეს - ამის შესახებ ინფორმაცია "პირველებს" ჩიქოვანმა თავად დაუდასტურა.

მისივე თქმით, მას დღეს შეხვდა არხის დირექტორი, თინათინ ბერძენიშვილი და ტელევიზიიდან გათავისუფლების შესახებ აცნობა.

ამასთან, ცნობილი ხდება, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლიდან ნინო ზაუტაშვილიც გაათავისუფლეს. როგორც ჟურნალისტი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ამბობს, თინათინ ბერძენიშვილმა გათავისუფლების მიზეზად დისციპლინარული მოკვლევა დაუსახელა.

ცნობისთვის, ნინო ზაუტაშვილი და ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი ის ჟურნალისტები არიან, რომლებიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ამჟამინდელ მენეჯმენტს ხმამაღლა აკრიტიკებდნენ. 

მსგავსი სიახლეები