ქვეყანაში ტოტალური უნდობლობაა - ლადო კახაძე ანტივაქსერულ განწყობებზე

23.03.21 14:35
ქვეყანაში ტოტალური უნდობლობაა - ლადო კახაძე ანტივაქსერულ განწყობებზე

ქვეყანაში ტოტალური უნდობლობაა, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ლადო კახაძემ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტის ჯგუფის სხდომაზე განაცხადა. კახაძე ამბობს, რომ ტოტალური უნდობლობაა მიზეზი, რომ ქვეყანაში ანტივაქსერები იმარჯვებენ. 

ადამიანთა დიდი ნაწილი ამბობს, აი, ის, რომ ასტრა ზენეკა ვაქცინას იღებს, ის ასტრა ზენეკა არ არის, იმაში რაც ასხია. ტოტალური უნდობლობაა ქვეყანაში, ამიტომ მონიტორინგის მონიტორინგი, ლაბორატორიის ლაბორატორია, შემოწმების შემოწმება და ტოტალურად, ამით იმარჯვებს დაავადება. ამით იმარჯვებს ანტივაქსერები, ამით იმარჯვებს არაკეთილმოსურვენი და ა.შ. , - აცხადებს კახაძე.