რუს ფოტოგრაფს, რომელმაც თბილისის აქციებზე გადაღებული ფოტოებით კონკურსი მოიგო, დაჯილდოების ცერემონიაზე მიწვევა გაუუქმეს
რუსული სამთავრობო მედიის, TASS-ის ფოტოგრაფს, რომელმაც ავტორიტეტულ ფოტო კონკურსში თბილისის საპროტესტო აქციებზე გადაღებული ნამუშევრებით გაიმარჯვა, დაჯილდოების ცერემონიაზე მიწვევა გაუუქმეს. World Press Photo-ს იტყობინება, რომ პროპაგანდისტი მიხაილ ტერეშენკო ამსტერდამში ცერემონიაზე მიწვეული აღარ არის. ორგანიზაცია გადაწყვეტილებას "ევროპის კონტინენტზე გაზრდილი დაძაბულობით" ხსნის.
ამ გადაწყვეტილებამდე იყო ქართველი ფოტო რეპორტიორების ოფიციალური მიმართვა, რომ პროევროპულ აქციებზე გადაღებული ფოტოებით გამარჯვება რუს პროპაგანდისტს არ უნდა მიეღო.