ტრაგედია ავჭალაში - ე.წ. ტიტანიკის კორპუსის მცხოვრებლები მთავრობის უყურადღებობაზე საუბრობენ

13.04.25 11:14
ტრაგედია ავჭალაში - ე.წ. ტიტანიკის კორპუსის მცხოვრებლები მთავრობის უყურადღებობაზე საუბრობენ

ავჭალაში, ე.წ. ტიტანიკის კორპუსის მცხოვრებლები, სადაც გუშინ ღამით 13 წლის მოზარდი შახტში ჩავარდა და გარდაიცვალა, ამბობენ, რომ მთავრობას დახმარების თხოვნით არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.

ცნობილია, რომ კორპუსი ავარიულია. წლების წინ შენობის საძირკველი გრუნტის წყლებით დაზიანდა, რის შედეგადაც ნაგებობის ერთი ნაწილი შუაზე გადატყდა და სადარბაზო ჩამოინგრა. 

ადგილობრივების თქმით, აღიშნულთან დაკავშირებით მერიაში წერილებიც გააგზავნეს, თუმცა მათი მხრიდან რეაგირება არ ყოფილა. კორპუსის მცხოვრებლები ამბობენ, რომ კორპუსის 4-ვე საადარბაზოში ყველა ლიფტი დაზიანებულია. 

ავარიული კორპუსია, სადარბაზოები მიტოვებულია.დ ახმარებას ითხოვდა ხალხი, ნახევარი გაასახლეს, ზოგი დარჩა. უკვე მეორე შემთხვევა მოხდა, - ამბობს ადგილობრივი.

აქ პრობლემები ყველა ლიფტს აქვს. ხელმოწერებია გადაგზავნილი მერიაში და არანაირი რეაგირება, - ამბობს კორპუსის მცხოვრები.

მეტი რა შეიძლება, გავაკეთოთ? მერიასთანაც ტრაფარეტებით ვიდექით. გამგეობა, ზარნაძე, ყველაფერი მოვსინჯეთ. მეოთხე შემთხვევაა უკვე, არავინ ყურადღებას არ გვაქცევს. პასუხს არ გვცემენ და არაფერი წინ წადგმული ნაბიჯები არ არის, - ამბობს მოქალაქე. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ ავჭალის დასახლებაში, შახტში ჩავარდნილი 13 წლის მოზარდი გარდაიცვალა.