28 მარტს საზოგადოებრივი ტრანსპორტი ღამის პირველ საათამდე იმუშავებს

23.03.21 14:53
28 მარტს საზოგადოებრივი ტრანსპორტი ღამის პირველ საათამდე იმუშავებს

28 მარტს ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველო-ესპანეთის ნაკრების შეხვედრის გამო  თბილისში კომენდანტის საათი გადაიწევს და საზოგადოებრივი ტრანსპორტი ღამის პირველ საათამდე იმუშავებს. საქართველოს მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ის პირები, ვისაც ფეხბურთის მატჩზე დასასწრები ბილეთი იქნებათ, გადაადგილებას ღამის პირველ საათამდე შეძლებენ.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით 28 მარტს დაგეგმილ საქართველო-ესპანეთის ნაკრების საფეხბურთო მატჩზე დაიშვება მაყურებელთა 30%, დისტანციისა და ყველა შესაბამისი ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების სტანდარტის დაცვით. ის პირები, რომლებიც მატჩზე დასასწრებ ბილეთებს შეიძენენ, 01:00 საათამდე გადაადგილების ნებართვით ისარგებლებენ, რათა მატჩის დასრულების შემდეგ შინ დაბრუნება შეძლონ. 28 მარტს 01:00 საათამდე იქნება დაშვებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის — მეტროს და ავტობუსის მუშაობა", — აცხადებენ მთავრობის პრეს-ცენტრში.

28 მარტს თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე, ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი საქართველოსა და ესპანეთის გუნდების მონაწილეობით გაიმართება.  ბილეთები ონლაინ რეჟიმში გაიყიდება.