ომი დაიწყო რუსეთმა! არალეგიტიმური ხელისუფლება ბოდავს! დაუშვებელია სანქცირებული მოსამართლე მასამართლებდეს - მათე დევიძის და

15.04.25 15:18
ომი დაიწყო რუსეთმა! არალეგიტიმური ხელისუფლება ბოდავს! დაუშვებელია სანქცირებული მოსამართლე მასამართლებდეს - მათე დევიძის და

 

 

იმისთვის მიწერთ ჯარიმას, რომ ჩემი 21 წლის ძმა უკანონოდ გამოამწყვდიეს ციხეში და ამ არალეგიტიმური დაჯგუფების აბსურდებს ვაპროტესტებ? - ამ სიტყვებით მიმართა, სინდიდის პატიმრის, მათე დევიძის დამ მოსამართლე კობა ჩაგუნავას.

სასამართლო პროცესზე ელენე დევიძემ, რომელსაც რეჟიმი აქციაზე გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავება, პირდაპირ თქვა, რომ რუსეთმა დაიწყო ომი საქართველოში, გააკრტიკა ირაკლი კობახიძე, რომელმაც რუსეთი" უცხო ძალად" მოიხსნია, ასევე მოსამართლე ჩაგუნავას პირდაპირ უთხრა, რომ სანქცირებული მოსამართლე არ უნდა ასამართლებდეს. 

კობა ჩაგუნავამ ელენე დევიძემ სიტყვა რამდენჯერმე გააწყვეტინა, თუმცა სინდიდის პატიმრის დამ მაინც მოახერხა თავისი სათქმელი სასამართლოსთვის ბოლომდე ეთქვა.

"2008 წელს ომი დაიწყო რუსეთმა. 1989 წლის 9 აპრილსაც არა უცხოურმა ძალებმა, როგორც ამას ჩვენი თვითმარქვია და არალეგიტიმური ხელისუფლება ბოდავს, არამედ რუსეთმა მოაწყო სასაკლაო საქართველოში, რუსთაველის გამზირზე და თქვენ იმისთვის მიწერთ ჯარიმას, რომ ამ არალეგიტიმური დაჯგუფების აბსურდებს ვაპროტესტებ? იმისთვის მიწერთ ჯარიმას, რომ ჩემი 21 წლის ძმა უკანონოდ გამოამწყვდიეს ციხეში და რაღაც სისულელეებს და აბსურდებს ედავებიან? იმისთვის მიწერთ ჯარიმას, რომ სინდისის პატიმრების თავისუფლებას მოვითხოვ, თან როცა ამის კანონიერი უფლება მაქვს? გარდა ამისა, ყოვლად დაუშვებლად მიმაჩნია ის ფაქტი, რომ სანქცირებული მოსამართლე მასამართლებს. ასევე, ჩემს მოწინააღმდეგე მხარეს არიან არალეგიტიმური შსს-ს წარმომადგენლები. 

იმის თქმა მინდოდა, რომ არც თქვენი ჯარიმების მეშინია და არც არაფრის. არც დავიღლები, ვერც შემაშინებთ და უსამართლოს სასამართლოს უნდა ეშინოდეს ხალხის ძალის", - თქვა ელენე დევიძემ. 

სინდისის პატიმრის, მათე დევიძის და სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.  მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ელენე დევიძე 5000 ლარით დააჯარიმა.

მსგავსი სიახლეები