"ომის დაწყებაში ერთადერთი დამნაშავე რუსეთია, ეს კომისია რეალობის გადაწერას ცდილობს" - გივი თარგამაძე
რუსული დროშები არ იფრიალებს რუსთაველზე - ასე გამოეხმაურა სასამართლოს დასრულების შემდეგ გივი თაგრამაძე მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებულ 10 000 ლარიან გირაოს.
- შეგახსენებთ, რომ გივი თრაგმაძეს პროკურატურა თეა წულუკიანის ე.წ. საგამოძებო კომისიაზე გამოუცხადებლობას ედავება.
ყოფილი მაღალჩინოსანი ამბობს, რომ აღნიშნული გირაოს ოდენობა არაპროპორციულია, რადგან პენსიის გარდა არანაირი შემოსავალი არ გააჩნია.
თარგამაძემ თქვა, რომ "ქართულ ოცნება" ე.წ. კომისიით ისტორიის გადაწერას ცდილობს, რადგან ყველამ იცის, რომ 2008 წლის ომი რუსეთმა დაიწყო.
ვფიქრობ, მთავარი მიზანი აქვთ, რომ ეს დასკვნა აჩუქონ პუტინს - ამბობს თარგამაძე.
ჩემი აზრით, პროპორციული არ არის ეს გამოყვანილი 10 000 ლარი, რადგან შემოსავალი მაქვს პენსია ყოფილი პარლამენტარის - 1000 ლარი. მეტი ქონება არ მაქვს, არ მერიცხება არაფერი. საბოლოოდ როგორ მოვიქცევი გადახდასთან დაკავშირებით, ადვოკატთან შევთანხმდები. ყველა გამოძახებაზე გამოვცხადდი, ანუ არ დავმალულვარ, ამიტომ არ ვიცი, რა მიმალვის საფრთხეზეა საუბრი. რუსული დროშები არ იფრიალებს რუსთაველზე, ჩვენ ამის უფლებას არ მივცემთ. მგონი ახლა ვხედავთ, როგორ აპირებენ ამ რუსული დროშების მოფენას. ერთადერთი დამნაშავე ამ ომის დაწყებაში იყო რუსეთი. ახლა ეს კომისია ცდილობს გადაწეროს ეს რეალობა და შეცვალოს. ვფიქრობ, მთავარი მიზანი აქვთ, რომ ეს დასკვნა აჩუქონ პუტინს", - განაცხადა გივი თარგამაძემ.
- თარგამაძეს პროკურატურამ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული 349-ე მუხლით წარუდგინა ბრალი, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს, რაც ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
- ცნობისთვის, გივი თარგამაძე ე.წ. საგამოძიებო კომისიის სხდომაზე 3 აპრილს დაიბარეს. მან გამოცხადებაზე უარი განაცხადა. გივი თარგამაძე 11 აპრილს მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოიკითხა.