ზურაბ ჯაფარიძეს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს
„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრს, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს წულუკიანის ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, ბრალი ოფიციალურად წაუყენეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
მსგავსი სიახლეები
23.09.26 16:25
ბაღებში მოწამლული ბავშვების საქმეზე სურსათის უვნებლობის სააგენტო განცხადებას ავრცელებს - რა აჩვენა კვლევამ
სურსათის ეროვნული სააგენტო - თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელების „ნოროვირუსით“ გამოწვეულ გასტროენტერიტის შემთხვევებთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევის შედეგად, 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა