"ღალატი" და "შეცდომა" - რა რეაქცია მოჰყვა გახარიას განცხადებას სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებში

"შეცდომა" და "ღალატი" - ასე ეხმაურებიან ექსპრემიერის განცხადებას თვითმმართველობის არჩევნების სამზადისთან დაკავშირებით სინდისის პატირმების ოჯახის წევრები.
თავისუფლებისთვის მებრძოლი პატიმრების ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ თუ რომელიმე პროდასავლური ძალა ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილებას ისე მიიღებს, რომ ქვეყნაში ახალი არჩევნები არ ჩაინიშნება და რეჟიმი 49 პატიმარს ციხის კარს არ გაუხსნის, ამისთვის მძიმე ფასის გადახდა მოუწევთ.
არავინ არჩევნებს ჯერ ერთი არ მოაგებინებს მათ. საკანონმდებლო ბაზას კარგად შეხედონ, კარგად შეხედონ რა დადგენილება მიიღო ამ ბოლო დროს ცესკომაც კი და არჩევნებამდე თუ მივა საქმე, აუცილებლად ისეთ დრაკონულ კანონებს დაამატებენ, რომ არანაირი შანსი არ ექნება ოპოზიციას რომელიმე ქალაქი მოიგოს და რომც მოიგოს არ დაუწერენ უბრალოდ და ისე როგორც გააყალბეს და მოპარეს, ისე გაუკეთებენ და ვერც ვერაფერს დაიცავენ ამ რეჟიმის პირობებში. აქედან გამომდინარე, ვინც არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, აუცილებლად წინააღმდეგობაში მოვა პოლიტპატიმრების ოჯახის წევრებთან" - ამბობს ზურაბ ცეცხლაძე.
ჩაიხედეთ საკუთარ გულებში - ეუბნება ოპოზიციას ზვიად ცეცხალიძის დედა და აცხადებს, რომ თუ რომელიმე ოპოზიციური პარტია თვითმმართველობის არჩევნებში დააპირებს მონაწილეობას "ეს მათ სინდისზე იქნება"
ეს ნამდვილად არის ღალატი და წარმოიდგინონ, სადაც ჩვენი შვილები არიან მათი შვილები და ჩვენ რომ ვიყოთ ოპოზიცია, ჩვენი იმედი რომ ჰქონდეს და ბოლო მომენტში ვუღალატოთ რა გრძნობაა. ჩაიხედეთ საკუთარ გულებში, რამხელა შეცდომას უშვებთ. თქვენს სინდისზე მომინდია ეს პოლიტპატიმრები და ეს ქვეყანა, თქვენს სინდისზე იყოს ეს ყველაფერი" - აცხადებს ზვიად ცეცხლაძის დედა.
იმ შემთვევაში თუ ოპოზიცია ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას დააპირებს, სინდისის პატიმრების მშობლები კამპანიის დაწყებას აანონსებენ, რომ არჩევნებზე არავინ წავიდეს.
ქუჩა-ქუჩა ვივლი საყვირით და ვიძახებ, რომ არცერთი არ მივიდეს არჩევნებზე - ამბობს თორნიკე გოშაძის დედა.
ჩემი შვილი მაგის ამომრჩეველია ჩემი გოგო. პირველად მიიღო არჩევნებში მონაწილება ნინომ, პირველად და თქვა არჩევნების მერე, რომ რა სისულელე გავაკეთეო რა, რას ვაძლევდი მაგას ხმასო. ეტყობა უსმენს, უყურებს... რატომ უნდა ათქმევინოს ეს. ხომ თქვა ჩემი ამომრჩევლის წინაშე ვარ პასუხისმგებელიო. მაინტერესებს, როგორი პასუხისმგებელი იქნება გახარია ნინო გოშაძის წინაშე, როცა ნინოს ძმა არის დღეს პატიმრობაში და ამისთანა ალბათ კიდევ რამდენი ამომრჩეველი. მე ვიქნები ერთი დედა და ახლა თუ გამოვდივარ სტუდიებში და მოვუწოდებ ხალხს გვერდში დგომას, უამრავი ხალხი გვიდგას გვერდში. ყველას მოვუწოდებ აბსოლუტურად, ვინც ხმა მისცა ერთს, მეორეს, მესამეს, მეოთხეს, თუ რომელიმე პარტია მიიღებს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას, ალბათ ქუჩა-ქუჩა ვივლი საყვირით და ვიძახებ, რომ არცერთი არ მივიდეს არჩევნებზე, არავინ არ მივიდეს საერთოდ და ეს იქნება მერე პატივისცემა თავიანთი ამომრჩევლის" - ამბობს თორნიკე გოშაძის დედა.