„30 ვერცხლად გაყიდული იუდა ხარ" - მოსამართლე კელენჯერიძემ გიორგი ჩიკვაიძე სასამართლო სხდომიდან გააძევა

17.04.25 13:06
„30 ვერცხლად გაყიდული იუდა ხარ" - მოსამართლე კელენჯერიძემ გიორგი ჩიკვაიძე სასამართლო სხდომიდან გააძევა

 

 

ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება თბილისის საქალაქო სასამართლოში - საკუთარ პროცესზე ეტლით შეყვანილი გიორგი ჩიკვაიძე, მოსამართლე იზა კელენჯერიძემ სხდომათა დარბაზიდან გააძევა.

მოსამართლემ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, როდესაც ჩიკვაიძემ მოსამართლეს „30 ვერცხლად გაყიდული მკვლელი დედაკაცი უწოდა“.

„30 ვერცხლად გაყიდული, შენ ხარ მკვლელი დედაკაცი, მურუსიძის მონა შენ ხარ, იუდა",- განაცხადა გიორგი ჩიკვაიძემ.

მოსამართლის გადაწყვეტილებას გიორგი ჩიკვაიძის დედის უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. ბრალდებულის დედამ მოსამართლეს „მონა“ და „იუდა“ უწოდა, რის შემდეგაც მოსამართლემ ისიც გააძევა სასამართლო დარბაზიდან.

მეც გამომაძევა პროცესიდან და გიორგიც გააძევა. ამის გამო შემდეგ პროცესზე დასწრების უფლება აღარ მაქვს" - ამბობს დედა. 

ხმაური სასამართლოში მას შემდეგ დაიწყო, რაც პროცესზე გიორგი ჩიკვაიძემ რეჟიმი კიდევ ერთხელ ამხილა. პატიმარი ბიზნესმენი ამბობდა, რომ მასთან ციხეში ე.წ. ფსიქოლოგები ივანიშვილის დავალებით შევიდნენ, რათა მისგან "აღიარებითი ჩვენება" მიეღოთ და ხელი ამერიკის საელჩოსკენ გაეშვირა.

პროკურორმა ჩიკვაიძეს სიტყვა რამდენჯერმე შეაწყვეტინა, საბოლოოდ კი მოსამართლე კელენჯერიძემ ბრალდებული ბიზნესმენი სხდომიდან გააძევა.

შიმშილობის მე-19 დღეს შემოვიდნენ ფსიქოლოგები, მთ გადმომცეს ივანიშვილის შემონათვალი, რაც მდგომარეობდა იმაში,რ ომ უნდა მემხილებინა ამერიკის საელჩო, რომ თითქოს ისინი მავალებდნენ აქციების ორგანიზებას და არაკანონეირ ქმედებებს. და მეორე, მითხრეს - ახლა ხომ იცი რომ ჩვენს ხელში ხარ და მთხოვდნენ აღიარებას იმდ ანაშაულის რომელიც არ ჩამიდენია და გადაკერილი საქმე, რომელსაც თქვენ ასე უტიფრად იძიებთ, სამოქალაქო საქმეს იძებთ სისხლის სამართალში... 30 ვერცხლად გაყიდულ იზა კელენჯერიძეს და 30 ვერცხლად გაყიდულ სასამართლოს მე სასამართლოს ბოდიშს არ მოვუხდი", - განაცხადა ჩიკვაიძემ სხდომაზე.  

ადვოკატის თქმით, მოსამართლე იზა კელენჯერიძემ დაცვის მხარის არცერთი შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. მისი შეფასებით, წარმოდგენილი შუამდგომლობების დაკმაყოფილებით, ყველასთვის ცხადი გახდებოდა, რომ ბრალდებულ გიორგი ჩიკვაიძის მიმართ, კონკრეტული პირების მხრიდან, ზემოქმედება ხორციელდებოდა.

„დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა მოსამართლემ, შესაბამისად გარკვეული ემოციური ფონიდან გამომდინარე გიორგი გააძევეს სასამართლო დარბაზიდან, მას უნდა მიეწოდებინა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, თუ რა ხდებოდა ამ პერიოდის განმავლობაში. შესაბამისად, მისი ინფორმაცია ძალიან მნიშვნელოვანია.

ამ შუამდგომლობებით იკვეთებოდა, თუ როგორი გავლენები ხორციელდებოდა გიორგის მიმართ, ის აცხადებდა, რომ მასზე ხორციელდებოდა პენიტენციურ დაწესებულებაში გარკვეული ზემოქმედება, შესაბამისად უნდა მოხდეს ამ საკითხის გამოძიება შესაბამისი სტრუქტურების მხრიდან, ამ საკითხთან დაკავშირებით გამოძიებას დაცვის მხარე ვერ აწარმოებს.

ძალიან მძიმე მდგომარეობაშია გიორგი, ადრე ვერ გრძნობდა მარცხენა ფეხს და მარცხენა თვალში მხედველობა არ ჰქონდა, ამ ეტაპზე კი პროცესი პროგრესირებს და მარჯვენა ფეხშიც უჭირს მგრძნობელობა და მარჯვენა თვალშიც მხედველობა გაუარესებული აქვს, ყოველდღიურად მძიმდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა",- განაცხადა თემურ ადონიამ.

ცნობისთვის, დიდი ოდენობით თანხის უკანონოდ მითვისებისთვის ბრალდებულ ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძეს აღკვეთის ღონისძიება შეუცვალეს – 50,000-ლარიანი გირაოს ნაცვლად, მას პატიმრობა შეეფარდა. პროტესტის ნიშნად, დაკავებიდან მეორე დღეს, გიორგი ჩიკვაიძემ შიმშილობა დაიწყო.  

ჩიკვაიძემ შიმშილობა სწორედ დღევანდელ სასამართლო პროცესზე დასასწრების მიზნით შეწყვიტა

ეს არის ჩიკვაიძის პირველი გამოჩენა საჯაროდ, მას შემდეგ რაც ბიზნესმენს ხელბორკილები პირდაპირ საამართლოში დაადეს და ციხეში გადაიყვანეს. 

 

 

მსგავსი სიახლეები