უწყვეტი პროტესტის 141-ე დღე- რუსთაველის გამზირი გადაიკეტა

17.04.25 21:39
უწყვეტი პროტესტის 141-ე დღე- რუსთაველის გამზირი გადაიკეტა

უწყვეტი პროტესტის 141-ე დღე- რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდა.

საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილმა მოქალაქეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს.

დემონსტრანტების მოთხოვნები უცვლელია: დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.

აქციის მონაწილეებს ადგილზე სხვადასხვა შინაარსის ბანერები და საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მიტანილი.

ფოტო არქივიდან