სახელმწიფო ელექტროსისტემა: წინასწარი მონაცემებით, „კავკასიონის“ დაზიანების მიზეზი ხანძრის კერა გახდა, დაიწყება გამოძიება
საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, დღეს, 19 აპრილს, 500 კვ. ელექტროგადამცემი ხაზი „კავკასიონი“ავარიულად გამოირთო, დაზიანების მიზეზი კი წინასწარი მონაცემებით, ხანძრის კერა გახდა.
ავარიის გამომწვევი მიზეზების დასადგენად დაიწყება გამოძიება - წერია გავრცელებულ განცხადებაში.
"ა.წ. 19 აპრილს 11:08 საათზე ავარიულად გამოირთო 500 კვ. ელექტროგადამცემი ხაზი „კავკასიონი“. წინასწარი მონაცემებით ელექტროგადამცემი ხაზის დაზიანების მიზეზი გახდა ხანძრის კერა.
ელექტროგადამცემი ხაზის გათიშვის შედეგად, ელექტროსისტემაში მოხდა ელექტრული პარამეტრების დარღვევა, გამოირთო ენგურჰესი და სხვა დიდი და მცირე ელექტროსადგურები.
გენერაციის ობიექტების გამორთვის შედეგად 11:15 საათზე საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში მომხმარებლის დაახლოებით 90% შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება.
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მხრიდან მოხდა მყისიერი რეაგირება, უმოკლეს დროში, 35 წუთში მოხერხდა ელექტროენერგეტიკული სისტემის გამანაწილებელ კომპანიებზე ელექტროენერგიის სრულად მიწოდება.
ავარიის გამომწვევი მიზეზების დასადგენად დაიწყება გამოძიება." -ნათქვამია ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ დღეს ელექტროენერგიათბილისსა და რეგიონების ნაწილს არ მიეწოდებოდა.
ელექტროგადამცემ ხაზზე ავარიის შედეგად, ელექტროგადამცემი ხაზი "კავკასიონი" გაითიშა.