ფულს აგროვებდა, სულ ტირილით რეკავდა - თურქეთში მოკლული ქალის ოჯახის პირველი კომენტარი

23.03.21 15:56
ფულს აგროვებდა, სულ ტირილით რეკავდა - თურქეთში მოკლული ქალის ოჯახის პირველი კომენტარი

თურქეთში მომხდარი საზარელი მკვლელობის მძიმე გაგრძელება  - 25 წლის ქალის მკვლელობის შესახებ მშობლებმა სოციალური ქსელის მეშვეობით შეიტყეს. ინფორმაცია მკვლელობის მოტივთან დაკავშირებით ოჯახის წევრებს  არ აქვთ. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი საქართველოში დასაბრუნებლად თანხას აგროვებდა, რაც სავარაუდოდ, ძარცვის მიზეზი გახდა.

არაფერი არ ვიცი, უბრალოდ სამძიმრის განცხადება ამომივარდა „ფეისბუქში“ , გავგიჟდი, მეთქი რა ხდება? სავარაუდოდ, სახლის გაძარცვა უნდოდათ, იმიტომ, რომ ფულს აგროვებდა. სულ ტირილით რეკავდა, სამი წელი ვერ ახერხებდა და ახლა აპირებდა ჩამოსვლას, - ამბობს მოკლულის დეიდა. 

თუაშვილების ოჯახი სამძიმარს გუშინ გვიან ღამემდე იღებდა, თუმცა მათ ამ დრომდე არც საკონსულოდან და არც საგარეო საქმეთა სამინისტროდან არავინ დაკავშირებია. ოჯახი ხელისუფლებისგან მკვლელობის მიზეზის დადგენას და ქალის ცხედრის სასწრაფო გადმოსვენებას ითხოვს. 

სტამბოლში საქარათველოს მოქალაქეს ყელი გამოჭრეს. 25 წლის  ქალს დანით მრავლობითი სასიკვდილო  ჭრილობები მიაყენეს. თურქული მედიის ცნობით, სადისტური მკველობა სტამბოლის ერთ-ერთ პროვინციაში მოხდა. ოთხი შეიარაღებული პირი იმ საცხოვრებელ ბინაში შევიდა, სადაც საქართველოს მოქალაქე პაკისტანელ მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა. თავდამსხმელებმა ქალს ყელი გამოჭრეს, მისი ქმარი კი მძიმედ დაჭრეს. მამაკაცი ამ დრომდე უგონო მდგომარეობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. 25 წლის ქალის ცხედარი კი  სტამბოლის  პროზექტურაშია გადასვენებული.

მსგავსი სიახლეები