“მათი შიში - ჩვენი ძალა” - რუსთაველის გამზირზე 12:00 საათზე აქცია გაიმართება
“მათი შიში - ჩვენი ძალა” - 21 აპრილს, 12:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე აქცია დაანონსდა. მოქალაქეებმა დედაქალაქის მავარ გამზირზე შეკრება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე 2 პირი დააკავეს.
შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე გუშინ ნიღბიანი ძალოვანები მოულოდნელად გამოჩნდნენ. დაკავებულია გიორგი ორთოიძე და გიორგი სამხარაძე. როგორც ჯგუფ "დაიტოვეში" ნენსი ვოლადნმა დაწერა, ახალგაზრდები ე.წ. სამართალდამცველები აღდგომას ულოცავდნენ და სწორედ ეს გახდა მათი დაკავების მიზეზი.