"პირველებმა" იმ პოლიციელების ვინაობა გაარკვია, ვინც აღდგომის ღამეს ხალხს აკავებდა

"პირველებმა" იმ პოლიციელების იდენტიფიცირება მოახერხა, ვინც გუშინ რუსთაველის გამზირზე დაკავებების სპეცოპერაციას ხელმძღვანელობდა. ერთ-ერთი კახა მურადაშვილია. ბოლო პერიოდის განმავლობაში ის აქციის მონაწილეების მიმათ განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევა.
რაც შეეხება მეორე პოლიციელს, ის გიორგი მამუჩიაშვილია. მამუჩიშვილი საპროტესტო აქციებზე ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გააქტიურდა. სწორედ მან დაადო გელა ხასაიას ხელბორკილები. მამუჩიშვილი თავდაპირველად ამტკიცებდა, რომ ხასაია არ დაუკავებია და მხოლოდ შესამოწმებლად წაიყვანეს, ბოლოს კი აღმოჩნდა, რომ აქტივისტი 12 დღით ციხეში გამოკეტეს.
შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე გუშინ ნიღბიანი ძალოვანები მოულოდნელად გამოჩნდნენ. დაკავებულია გიორგი ორთოიძე და მიხეილ სამხარაძე. როგორც ჯგუფ "დაიტოვეში" ნენსი ვოლადნმა დაწერა, ახალგაზრდები ე.წ. სამართალდამცველები აღდგომას ულოცავდნენ და სწორედ ეს გახდა მათი დაკავების მიზეზი.