"ქრისტე აღდგაზე" პოლიციელების პასუხი იყო "დააკავეთ" - აქტივისტები გუშინდელ დაკავებებზე
მოქალაქეები, რომლებიც აღდგომის ღამეს რუსთაველის გამზირზე დაკავებებს შეესწრნენ, მომხდარის შესახებ "პირველებთან" ყვებიან. ამბობენ, რომ დედაქალაქის მთავარ გამზირზე ნიღბიანების გამოჩენას ტროტუარზე მდგარი აქციის მონაწილები "ქრისტე აღდგას" შეძახილებით შეეგებნენ, რასაც მათი დაკავევები მოჰყვა.
თითმხილველები პირდაპირ ამბობენ, რომ ის, რასაც რეჟიმი აკეთებს, რუსული მეთოდია და ეს აღარავის უნდა გაუკვირდეს.
როდესაც ეს პოლიცია შემოვიდა, გადავიდა გვერდებზე, რა თქმა უნდა, დაემორჩილა პოლიციის მოთხოვნას და ეძახდნენ "ქრისტე აღდგა". ასე შეეგებნენ რუსთაველზე შემოსულ პოლიციელებს და პასუხი იყო ის, რომ ვინც შეხვდათ ცოტა წინ მდგომი, მე რასაც შევესწარი, ჭიჭინაძის კუთხესთან, ოღონდ ტროტუარზე მდგომი ადამიანი, მოკიდეს ხელი, მოეჭიდნენ და გაიტაცეს. ეს ადამიანც ეძახდა მათ შორის, რომ "ქრისტე აღდგაო" და პასუხი იყო, რომ "დავაკავოთ". სმწუხაროდ, დღეს ჩენს ქვეყანას მართავს ჩვენი მტერი - რუსეთი და რუსული მეთოდები თუ ვინმემ იცის, ეს არის პირდაპირ რუსული მეთოდი და უნდა ალბათ ნელ-ნელა შევეგუოთ იმას, რომ არ არსებბს ბუნებრივი ზავი, ამთ შორის ისეთ მნიშვნელოვან ქრისტიანულ დღესასწაულზე, როგორიც არის აღდგომა. ჩვენ უნდა ველოდოთ, რომ სამწუხაროდ, რუსული რეჟიმი, რომელიც მართავს ჩვენს ქვეყანას, სწორედ ასეთ დიდ ქრისტიანულ დღესასწაულზეც სასტიკად გაუსწორდება ჩვენს მოქალაქეებს, - ამბობს გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის პრეზიდენტი გვანცა ჯობავა.
კიდევ ერთი აქტივისტი მომხდარს რეჟიმის მხრიდან ძალის დემონსტრირებად აფასებს. აქციის მონაწილე ამბობს, რომ საჭიროა, საკუთარი ძალა მოქალაქეებმაც აჩვენონ.
ვფიქრობ, რომ ძალების დემონსტრირება უფრო იყო, რაც გუშინ გააკეთეს. ორივე მხარე, 9 აპრილის ქუჩა და ჭიჭინაძის ქუჩაც ნიღბიანებით და კრიმპოლის თანამშრომლებით იყო სავსე. მინდა, ხალხს მოვუწო, რომ მოდი, ჩვენც ვანახოთ ჩვენი ძალა. ჩვენც ვანახოთ, რა შეუძლია ხალხის ძალას და ვანახოთ, რომ ვერასდროს ბოროტება ვერ გაიმარჯვებს სიკეთესა და სიყვარულზე. "ქრისტე აღდგაზე" პასუხი არ არის "დააკავეთ", "ქრისტე აღდგაზე" პასუხი არის "ჭეშმარიტად", - ამბობს აქტივისტი.
შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე გუშინ ნიღბიანი ძალოვანები მოულოდნელად გამოჩნდნენ. დაკავებულია გიორგი ორთოიძე და მიხეილ სამხარაძე. როგორც ჯგუფ "დაიტოვეში" ნენსი ვოლადნმა დაწერა, ახალგაზრდები ე.წ. სამართალდამცველები აღდგომას ულოცავდნენ და სწორედ ეს გახდა მათი დაკავების მიზეზი.