ტროტუარზე იდგნენ შავებში ჩაცმული პოლიციელები, დაგვცინოდნენ - გიორგი ორთოიძის მეუღლე

21.04.25 13:01
ტროტუარზე იდგნენ შავებში ჩაცმული პოლიციელები, დაგვცინოდნენ - გიორგი ორთოიძის მეუღლე

აღდგომის ღამეს რუსთაველს გამზირზე დაკავებული გიორგი ორთოიძის მეუღლე სოციალურ ქსელში მომხდარის შესახებ წერს. ნათია ბუკია ამბობს, რომ მეუღლე პოლიციამ ტროტურაზე დგომის გამო დააკავა, თუმცა ორთოიძეს სამართალდამცველებისთვის წინააღდემგობაც კი არ გაუწევია.

ორთოიძის მეუღლე ასევე აღნიშნავს, რომ შავნიღბიანები აქციის მონაწილეებს დასცინოდნენ.

ნათია ბუკია წერს, რომ რეპრესიების მიხედავად რეჟიმი მატ ვერ შეაშინებს. მისი თქმით, რუსთაველის გამზირზე სრულ გამარჯვებამდე იდგებიან. 

ჩვენ წელს აღდგომას სამი ბავშვით და მეგობრებთან ერთად შევხვდით რუსთაველზე სანთლებით ხელში. რომ გათენდა, წავედით ტრადიციულად დედაჩემთან და მამაჩემთან, ორთიკას მშობლებიც მოვიდნენ და ვისადილეთ ოჯახურად ყველამ ერთად. მერე ასევე ტრადიციულად შევიკრიბეთ ორთიკას მეგობართან, სადაც ბიჭები უკვე მერამდენე წელია ერთად ამზადებენ ჩაქაფულს. 10-სკენ დავიძარით რუსთაველისკენ, ცოტა დაგვაგვიანდა, მაგრამ აღდგომაზე გვეპატიება. საერთოდ, ასეთია ჩვენი ცხოვრება უკვე თითქმის 5 თვეა, საღამოს არაფერს ვგეგმავთ რუსთაველზე მისვლის გაუთვალისწინებლად, თუ სადმე მივდივართ ან მანამდე და ან მერე, რადგან ჩვენთვის სამართალი, თავისუფლება, საქართველოს კონსტიტუცია, სიმართლე, ჩვენი ღირსება ყველაფერზე მაღლა დგას და მის დაცვასთან ვერაფერი 
მოვა საპირწონედ! კი, რუსთაველზე ვიცავთ 5 თვეა ჩვენს ღირსებას!

 

11 საათზე ქმარი ხელიდან წამართვეს, იმიტომ, რომ თურმე ტროტუარზე დგომა აღარ არის საკმარისი! ტროტუარიდანაც უნდა გადავწეულიყავით! რომ მიყავთ, ვიდეოში ისმის, "რა საჭიროა ეს, ისედაც წამოგყვებითო"!     მე დავრჩი ერთ ადგილას, არც გავყევი, არ გავნძრეულვარ და ჯიუტად ვიცავდი ჩემს კანონიერ უფლებას, რომ ვმდგარიყავი ტროტუარზე! ბოლოს მითხრეს, კარგი, იდექიო… მერე ტროტუარზე იდგნენ უამრავი შავებში ჩაცმული, არ ვიცი რას რისგან იცავდნენ, ჩვენ უფრო ცოტანი ვიყავით და გულიანად იცინოდნენ, გავშრი… 
 

დღეს Giorgi Ortoidze -სგან და მისნაირებისგან იცავს უამრავი ვითომ ‘სამართალდამცველი’ ვითომ ‘სახელმწიფოს’! . იცავს ერთ გამზირს ორ საათიანი გადაკეტვისგან და ამისთვის გვიჭერს! და ეს არის ვიღაცეებისთვის სამართალი და ძლიერი სახელმწიფოს გამოვლინება. გულწრფელად ვწუხვარ, რომ ვერც კი წარმოგიდგენიათ ადამიანები ასეთი თავდადებით ვემსახურებოდეთ იმას, რისიც გვჯერა! ამიტომ გეგონოთ, რომ ჩვენ რამე პირადი ინტერესი გვამოძრავებს! გულწრფელად ვწუხვარ, რომ არსებობს თქვენთვის რამე მიზეზი, რის გამოც ჩვენ და რეჟიმის 51 პატიმარს გვწირავთ! 
 

ჩვენ ვერ შეგვაშინებთ! ჩვენ ვერ გაგვტეხთ! ეს იცოდეთ! დღესაც და ყოველ დღე რუსთაველზე, სადამდეც საჭიროა!, - წერს ნათია ბუკია სოციალურ ქსელში. 

შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე გუშინ ნიღბიანი ძალოვანები მოულოდნელად გამოჩნდნენ. დაკავებულია გიორგი ორთოიძე და მიხეილ სამხარაძე. როგორც ჯგუფ "დაიტოვეში" ნენსი ვოლადნმა დაწერა, ახალგაზრდები ე.წ. სამართალდამცველები აღდგომას ულოცავდნენ და სწორედ ეს გახდა მათი დაკავების მიზეზი. 

მსგავსი სიახლეები