"მათი შიში ჩვენი ძალა" - პარლამენტთან მოქალაქეები იკრიბებიან

21.04.25 13:19
"მათი შიში ჩვენი ძალა" - პარლამენტთან მოქალაქეები იკრიბებიან

პარლამენტის შენობის წინ მოქალაქეები იკრიბებიან. რუსთაველზე ის ხალხია გასული, ვინც საკუთარი თვალით ნახა როგორ დააკავა უმიზეზოდ აღდგომის ღამეს პოლიციამ ორი ახალგაზრდა. აქციას სიმბოლური სახელი აქვს - "მათი შიში ჩვენი ძალა".  

მოქალაქეებს ხელში საპროტესტო ბანერები უკავიათ, სადაც "ქრისტე აღდგა, ბიჭებო!", "ქრისტე აღდგა დანაშაულია?!", " პოლიციელო, პარტიის სმხურება ქვეყნის სამსახური არ არის" წერია. 

"ოცნებამ" საფრთხედ აქცია ის, რაც ჩვენი უსაფრთხოების გარანტი უნდა ყოფილიყო. დღეს ამისთვის ვართ აქ, მაგრამ ზოგადად, "ქართული ოცნება" ყველა ასპექტში დამნაშავეა, - ამბობს აქციის მონაწილე. 

ოლიგარქს სამშობლო რომ ჰქონდეს, აღდგომა დღეს ადამიანის დაკავებას ვერავინ გაბედავდა და არც მოუვიდოდა აზრადს. შსს-ს მინდა ვკითხო, თავის თანამშრომლებს რას ერჩიან? ქართველი კაცის დაკნინება ასე როგორ შეიძლება, უბრალოდ? არ გვეშინია, ხომ ხედავენ? ბრძოლა გრძელდება, - ამბობს პროტესტის კიდევ ერთი მონაწილე. 

საპროტესტო აქციას უკვე შეუერთდნენ სინდიდის პატიმრების ოჯახის წევრები. ზვიად ცეცხლაძის მამის თქმით, გუშინდელი ფაქტი ცხადყოფს, რომ რეჟიმი შეშინებულია. ზურაბ ცეცხლაძე ამბობს, რომ ხელების ჩამოყრას არავინ აპირებს და საბოლოო გამარჯვებამდე იბრძოლებენ. 

ასეთი გრძელვადიანი საპროტესტო აქცია აჩვენებს იმას, რომ ჩვენ პრინციპულად, იდეურად ვაგრძელებთ ბრძოლას და შიში, ნიჰილიზმი ჩვენთან არ არის. გუშინდელი ფაქტი, რაც მოხდა, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ როცა პირობითად, აქცია თიტქმის დაშლილია, ქუცაში 100-მდე ადამიანიც არ არის და გამოიყვანეს 300-400 პოლიციელი, ეს ნიშნავს რომ თვითონაც კარგად არიან შეშინებულები ამ ყველაფრისგან. აქციის თითო მონაწილეზე უკვე 5-10 კაცი ჰყავთ გათვალისწინებული. ეს იმის მანიშნებელია, რომ ჩვენ სწორად ვიბრძვით. არავინ აპირებს რუსულ რეჟიმს შეეგუოს, ჩამოუშვას ხელები და ბრძოლა შეწყვიტოს. ეს გაგრძელდება ლოგიკურ დასასრულამდე, ამათ საბოლოოდ ჩამოშლამდე, - ამბობს ზურაბ ცეცხლაძე. 

აღსანიშნავია, საკანონმდებლო ორგანოსთან ცოცხალი ჯაჭვი აქვს გაკეთებული პოლიციასაც.

შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე გუშინ ნიღბიანი ძალოვანები მოულოდნელად გამოჩნდნენ. დაკავებულია გიორგი ორთოიძე და მიხეილ სამხარაძე. როგორც ჯგუფ "დაიტოვეში" ნენსი ვოლადნმა დაწერა, ახალგაზრდები ე.წ. სამართალდამცველები აღდგომას ულოცავდნენ და სწორედ ეს გახდა მათი დაკავების მიზეზი. 

მსგავსი სიახლეები