ტროტუარზე იდგა, პოლიციამ ხელი ჰკრა და დაარტყა - მიხეილ სამხარაძის მეუღლე
აღდგომის რამეს დაკავებული მიხეილ სამხარაძის მეუღლე "პირველებთან" მომხდარის შესახებ ყვება. ქალი ამბობს, რომ მისი მეუღლე პოლიციამ იმ დროს დააკავა, როდესაც ის ტროტუარზე იდგა.
სამხარაძის მეუღლე ამბობს, რომ მიხეილ სამხარაძეს პოლიციამ ხელი ჰკრა და დაარტყა.
ღამის 11 საათზე, ისე, რომ არაფერი არ ხდებოდა რუსთაველზე და იყო სიმშვიდე, უბრალოდ, რუსთაველზე დგომისთვის დაიჭირეს მიშა. მითუმეტეს, რომ არც გზას კეტავდა იმ კონკრეტულ მომენტში და არც არაფერი. იყო, ფაქტობრივად, ტროტუარზე, აიძულეს, კიდევ უფრო უკან გადასულიყო. ეს არ ეყო პოლიციას და ხელი ჰკრა, დაარტყა, რამდენიმე ადამიანი დაესხა თავს.
მიშა უკვე წლებია, სტუდენტობიდან არის " რა სად როდის" გუნდის წევრი, თავისი გუნდის კაპიტანიც არის და რამდენიმე ლიგაში არის წამყვანი. არასდროს მორიდებია თავისი აზრის ღიად დაფქისირებას. ამით მიშას ვერანაირად შეაშინებენ, კიდევ ურო აქტიური იქნება, - ამბობს მიხეილ სამხარაძის მეუღლე.
შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე გუშინ ნიღბიანი ძალოვანები მოულოდნელად გამოჩნდნენ. დაკავებულია გიორგი ორთოიძე და მიხეილ სამხარაძე. როგორც ჯგუფ "დაიტოვეში" ნენსი ვოლადნმა დაწერა, ახალგაზრდები ე.წ. სამართალდამცველები აღდგომას ულოცავდნენ და სწორედ ეს გახდა მათი დაკავების მიზეზი.