სალომე ზურაბიშვილი პაპ ფრანცისკეს გარდაცვალებას ეხმაურება

21.04.25 13:55
სალომე ზურაბიშვილი პაპ ფრანცისკეს გარდაცვალებას ეხმაურება

ჩემი ფიქრები მილიონობით კათოლიკეზეა, რომლებიც გლოვობენ პაპ ფრანცისკეს აღდგომის ორშაბათს, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი პლატფორმა X-ზე წერს

სალომე ზურაბიშვილი ასევე პაპ ფრანცისკესთან ვატიკანში ვიზიტსაც იხსენებს.

ჩემი ფიქრები მილიონობით კათოლიკეზეა, რომლებიც გლოვობენ პაპ ფრანცისკეს აღდგომის ორშაბათს.

მე მქონდა პატივი, ოფიციალური ვიზიტით ვატიკანში საქართველოს პრეზიდენტის სტატუსით ჩავსულიყავი. შევთანხმდით მნიშვნელოვან ნაბიჯებზე ჩვენს სახელმწიფოებსა და კულტურებს შორის კავშირების გასაძლიერებლად, - წერს სალომე ზურაბიშვილი. 

რომის პაპი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ "როტერსი" ვატიკანზე დაყრდნობით იტყობინება. მოგვიანებით ინფორმაცია Vatican News-მაც დაადასტურა.  

მსგავსი სიახლეები