პოლიციელმა, რომელიც ამტკიცებდა რომ დაკავებულის წინააღმდეგ ვიდეო მტკიცებულება აქვს, მისივე ნათქვამი 27 წამში გადათქვა

21.04.25 16:33
პოლიციელმა, რომელიც ამტკიცებდა რომ დაკავებულის წინააღმდეგ ვიდეო მტკიცებულება აქვს, მისივე ნათქვამი 27 წამში გადათქვა

 

 

პოლიციელმა, რომელიც ამტკიცებდა რომ დაკავებულის წინააღმდეგ ვიდეო მტკიცებულება აქვს, მისივე ნათქვამი 27 წამში გადათქვა.

წარვადგენთ სადაც საჭიროა კამერის ჩანაწერებს. აბა, ისე როგორ დავაკავებდით,-ეუბნება ჟურნალისტს პოლიციელი, თუმცა რამდენიმე წამში ამბობს, რომ კამერის ჩანწერები სავალდებულო არ არის.

არ არის სავალდებულო კამერის ჩანაწერები, მე როდის გითხარით, რომ ჩანაჩერები გვაქვს, მე გითხრარით, რომ მტკიცებულება გვაქვს, იქნება პოლიციელების ჩვენებები. სამხრე კამერები კრიმინალურ პოლიციას არ აქვს“,- ამბობს რონი მესხი.

ცოტა ხანში მან თავისივე ნათქვამი გადათქვა და ჟურნალისტს უთხრა, რომ მას არ უთქვამს, ვიდეო ჩანაწერების არსებობის შესახებ.

“როდის გითხარი, მე გითხარი მტკიცებულებას წარვადგენთ-თქო,“-თქვა მესხმა.

ცნობისთვის, რონი მესხი ის პოლიციელია, რომელმაც აქციის მონაწილე ქალზე იძალადა.