უწყვეტი პროტესტის 145-ე დღე - რუსთაველის გამზირი გადაიკეტა

21.04.25 20:39
უწყვეტი პროტესტის 145-ე დღე - რუსთაველის გამზირი გადაიკეტა

საქართველოში უწყვეტი პროტესტის 135-ე დღეა - მიუხედავად დაკავებებისა, დედაქალაქის გამზირი გადაიკეტა. მოქალაქეებს, რომლებმაც საავტომობილო გზა დაიკავეს, ადგილზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მიტანილი.

თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანები ქუჩაში უცვლელი მოთხოვნებით დგანან. ისინი ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას და პროევროპულ აქციაზე უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას ითხოვენ.

ცნობისთვის, დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა რუსთაველის გამზირზე 3 ადამიანი, ლაშა დგებუაძე, ლევან ზაზაძე და დავით გუნაშვილი დააკავეს. მოქალაქეები დიღმის წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს და ისინი ადვოკატმა მოინახულა. უფლებადამცველის თქმით, დაკავებულიდან ერთ-ერთს, ლაშა დგებუაძეს სხეულზე დაზიანებების კვალი აღენიშნება.

სამივე დაკავებულს პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან. არ არის გამორიცხული, რომ მათი სასამართლო პროცესი ხვალ, 22 აპრილს გაიმართოს.