"პირველებმა" იმ პოლიციელის ვინაობა დაადგინა, ვინც გიორგი ოკმელაშვილის ცოლის ძმის დაკავებას ხელმძღვანელობდა

22.04.25 17:54
"პირველებმა" იმ პოლიციელის ვინაობა დაადგინა, ვინც გიორგი ოკმელაშვილის ცოლის ძმის დაკავებას ხელმძღვანელობდა

 

 

"პირველების" ინფორმაციით, სასამართლოს ეზოში რეჟიმის ტყვის, გიორგი ოკმელაშვილის ცოლის ძმის, გიორგი ჩხეიძის დაკავებას უშუალოდ მიხეილ სუჯაშვილი ხელმძღვანელობდა. 

სუჯაშვილის საბა სხვიტარიძის საქმეში დაზარალებულის სტატუსის მქონე პოლიციელის, თბილისის მთავარი სამმართველოს ერთ-ერთი სამმართველოს უფროსის, მირიან ქავთარაძის მოადგილეა.

“პუბლიკამ“ გადაიღო ვიდეოკადრები, სადაც ჩანს რა ვითარებაში აკავებს პოლიცია გიორგი ჩხეიძეს. ვიდეოში ჩანს, რომ გიორგი ჩხეიძე მოშორებით დგას ადამიანთა ჯგუფიდან და შორიახლოდან იღებს ვიდეოს, რა დროსაც მასთან მიდის სამი პოლიციელი და იწყებენ მის დაკავებას.

ასევე ნახეთ:

მსგავსი სიახლეები