აღდგომის ღამეს დაკავებული მიხეილ სამხარაძე თავისუფალია
აღდგომის საღამოს დაკავებული მიხეილ სამხარაძე თავისუფალია-მან დიღმის იზოლატორი ცოტა ხნის წინ დატოვა.
როგორც სამხარაძემ “პირველებს“ უთხრა, ტროტუარზე იდგა, თუმცა პოლიცია მას გზის სავალი ნაწილის გათავისუფლებას სთხოვდა, რის შემდეგაც დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს.
დავტოვე სავალი ნაწილი, გადავედით ბორდიურზე და ვუხსნიდით ამას პოლიციელებს, არანაირი პრობლემა არ ყოფილა. ამ დროს, ცენტრიდან, ეტყობა მათი ზედამხედველი იყო, მოვარდა, ჯერ ხელი გვკრა და შემდეგ გასცა დაკავების ბრძანება.
მე გზის გადაკეტვას არ მედავებიან, დაუმორჩილებლობა რაში გამოიხატებოდა, ვერ მივხვდი, რადგან რაც მითხრეს, გავაკეთეთ“, - ამბობს სამხარაძე.
მისი თქმით, დაკავების შემდეგ ძალადობას ადგილი არ ჰქონია.
ვიდრე საპატრულო მანაქანამდე მივიდოდით, მანამდე იყო სიტყვიერი შეურაცხყოფა, უშუალოდ იმ ზედამხედველის მხრიდან, ვინც მოვიდა დ ახელი გვკრა, შემდეგ კი არანაირი ზედმეტი არაფერი ყოფილა“, - თქვა სამხარაძემ.
მიხეილ სამხარაძე აღდგომის ღამეს დააკავეს. ის იზოლატორში 48 საათი იმყოფებოდა. რაც შეეხება მეორე დაკავებულს- გიორგი ორთოიძეს 5-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს.