სინდისის პატიმრები და მათი მშობლები სასამართლოს მოლოდინში - საქმის არსებითი განხილვას მოსამართლე მჭედლიშვილი დღეს იწყებს
ზვიად ცეცხლაძის და მასთან ერთად დაკავებული 7 პირის საქმეზე განაჩენს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი გამოაცხადებს. სოციალური სამართლიანობის ცენტრის ინფორმაციით, მჭედლიშვილი ლევან მურუსიძის და მასთან არარეგისტირებული ქორწინებაში მყოფი ლელა ჭანიას ახლო გარემოცვის წევრია.
სინდისის პატირმების საქმის არსებითი განხილვას თამარ მჭედლიშვილი დღეს იწყებს. დღევანდელ სხდომას ის სავარაუდოდ ე.წ. მოწმე პოლიცილების ჩვენებს მოისმენს.
ასევე დღევანდელ სხდომაზე შესავალი სიტყვა უნდა თქვას დაცვის მხარემ. სიტყვით ისარგებლებენ სინდისისი პატიმრებიც.
დრევანდელი სასაამრთლო პროცესისთვის ემზადებიან რეჟიმის ტყვეების მშობლებიც. თორნიკე გოშაძის დედა აპირებს, რომ დღეს ცრუ მოწმე პოლიციელებს პასუხი გასცეს.
მე ვემზადები, შევხვდე ცრუ მოწმეს. დავტოვებ ალბათ დარბაზს ცრუ მოწმეზე უფრო ადრე. ცოტა ადრე გამოვალ გარეთ, რომ დავხვდე და პასუხი გავცე, რადგან არ მინდა, დარბაზში გამოვიწვიო ხმაური, იმიტომ, რომ მერე შეიძლება, აღარ დაგვიშვან საერთოდ და ყველას საქმე გავაფუჭო. ვიცი, რომ ცრუ მოწმე იქნება, უბრალოდ, ძალიან მაინტერესებს რას იტყვის. და ყველაზე ძალიან რაც მაინტერესებს, დროშას თუ მოიტანენ სასამართლოში, რაც ამოიღეს ოჯახიდან. და ის დროშა არის ჩემი საკუთრება და არა ჩემი შვილის, - ამბობს თორნიკე გოშაძის დედა.
მე არ დავთმობ, სიკვდილზეც წავალ და ჩემს შვილს იქ არ დავტოვებ - ამბობს ზვიად ცეცხლაძის დედა.
ბუმერანგივით დაუბრუნდებათ ეს ტყუილები. ადრე თუ გვიან მოეთხოვებათ ყველას პასუხი ტყუილებისთვის. არ შეიძლება, დაგავალონ ის, რაც არ ყოფილა. სირცხვილი იქნება, თან ახალგაზრდა პოლიციელები არიან და ახალგაზრდა ბიჭი უნდა გაწირონ 9 წლისთვის? მათ სინდისზე მიმინდია მათი ტყუილები. მე არ დავთმობ, მე სიკვდილზეც წავალ და ჩემს შვილს იქ არ დავტოვებ. არ არსებობს. მიღირს მასეთი სიცოცხლე? ყველაფერზე წავალ. ერთ დღეს დავიბადე, ერთ დღეს მოვკვდები, ამას ტყუილად კი არ ვამბობ, მართლა გულით ვამბობ, - ამბობს ზვიად ცეცხლაძის დედა.
ცნობისთვის, დაკავებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ხოლო ბრალდებულებიდან ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.