მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა დავით გუნაშვილი პატიმრობაში გაუშვა

23.04.25 15:22
მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა დავით გუნაშვილი პატიმრობაში გაუშვა

მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა აქციაზე დაკავებული ჯგუფი "ფარის" წევრი, დავით გუნაშვილი ადმინისტრაციულ პატიმრობაში გაუშვა.

დავით გუნაშვილი თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანია. ის პოლიციამ რუსთაველის გამზირიდან აღდგომის მეორე დღეს აქციაზე დააკავა.

კანონმორჩილი ადამიანები გამოჰყავთ კრიმინალებად - განაცხადა პროცესის დასრულების შემდეგ გუნაშვილის ცოლმა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ "ეს ბრძოლა მაინც ქართველი ხალხის გამარჯვებით დასრულდება".

ნათელია, რომ აბსურდის თეატრში ვართ, მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა ადამიანების, რომლებიც კეთილსინდისიერად ემსახურებოდნენ მთელი ცხოვრება ქვეყანას და კანონმორჩილი ადამიანები გამოჰყავთ კრიმინალებად. ეს ბრძოლა მაინც ჩვენი გამარჯვებით დასრულდება", - ამბობს გუნაშვილის ცოლი. 

გუნაშვილმა მოსამართლის გადაწყვეტილებამდე ინტერვიუ მისცა "პირველებს" და თქვა. რომ მხოლოდ კანონის ჩანაწერის მიხედვით ადამიანის ბრალეულობის გაზომვა, სამართალწარმოება არ არის. 

სამართალწარმოება მიმდინარეობს ძალიან მშრალად, უგულებელყოფილია ადამიანებსი მოტივი, რატომ აკეთებდა იმას, რასაც აკეთებდა და ეს სულისკვეთება, რაც ჩვენი კანონმდებლობით არის განსაზღვრული, ბრალდებას უნდა ჰქონდეს დისკრეცია, რა მოტივით მოქმედებს ადამიანი, კონკრეტული პროტესტის გამოხატვისას. ეს არის იგნორირებული. მხოლოდ კანონის ჩანაწერის მიხედვით გაზომვა ადამიანის ბრალეულობის და ა.შ. ეს არ არის სამართალწარმოება, სამართლიანობის დადგენასთან ამასთან კავშირი არ აქვს. ეს არის ხისტი პროცედურეული მენეჯმენტი სამართალწარმოების, რაც არის საბჭოთა გადმონაშთი და ეს საბჭოთა გადმონაშთი უნდა აღმოვფხრათ", - თქვა გუნაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები