მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა სინდისის პატიმარს სახაზინო ადვოკატი მისი ნების საწინააღმდეგოდ დაუნიშნა

23.04.25 16:09
მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა სინდისის პატიმარს სახაზინო ადვოკატი მისი ნების საწინააღმდეგოდ დაუნიშნა

საქალაქო სასამართლოში ზვიად ცეცხლაძისა და კიდევ შვიდი პირის წინასასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომაზე სინდისის პატიმარს, ინსაფ ალიევს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა სახელმწიფოს არჩეული ადვოკატი მისი ნების საწინააღმდეგოდ დაუნიშნა.

ალიევს კერძო ადვოკატი ჰყავს, თუმცა მოსამართლემ ადვოკატ გუჯა ავსაჯანიშვილის შუამდგომლობა სახაზინო ადვოკატის აცილებაზე არ დააკმაყოფილა. ამიტომ სხდომაზე უფლებადამცველმა მოსამართლე თამარ მჭედლიშვილის აცილება მოითხოვა. ეს პოზიცია სხვა ადვოკატებმაც გაიზიარეს. 

თამარ მჭედლიშვილმა არც თვითაცილება დააკმაყოფილა და საქმის განხილვა დაკავებული ინსაფ ალიევის პროტესტის ფონზე გააგრძელა.

რატომ მაიძულებთ მყავდეს ის ადვოკატი, რომელიც არ მინდა - ამ სიტყვებით მიმართა ბრალდებულმა მოსამართლეს.

ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ კი პროცესზე თქვა, რომ "ასეთი რამ სასამართლო კედლებსაც კი არ ახსოვს"

  • ცნობისთვის, დაკავებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
  • ბრალდებულებიდან ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.