ვინ ემუქრება ბაჩიაშვილს მკვლელობით? - ექსკლუზიური ინტერვიუ ბიზნესმენის უცხოელ ადვოკატთან
გიორგი ბაჩიაშვილის შესაძლო ლიკვიდაციაზე გამოქვეყნებული სკანდალური ინფორმაციის შემდეგ, თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის უცხოელ ადვოკატთან "პირველებმა" ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა.
როგორც რობერტ ამსტერდამი აცხადებს, ააღნიშნული ინფორმაცია ორი დამოუკიდებელი სადაზვერვო სამსახურისგან მიიღეს.
"ვეჭვობთ, რომ ამის უკან შეიძლება საქართველოს მთავრობის აგენტები იდგნენ" - ამბობს "პირველებთან" ინტერვიუში ამსტერდამი და აღნიშნავს, რომ ძალიან ბევრ სახიფათო ქვეყანაში უმუშავია, თუმცა ასეთი პრეს-რელიზი არასდროს გაუვრცელებია.
ჩვენ ეს ინფორმაცია ორი დამოუკიდებელი სადაზვერვო სამსახურისგან გვაქვს, რომ იგეგმება ბატონ ბაჩიაშვილის ლიკვიდაცია. ჩვენ არ ვართ სიტუაციაში, რომ ამ საკითხზე ვიმსჯელოთ ან ვუპასუხოთ, ჩვენ უბრალოდ ეს ინფორმაცია გავასაჯაროეთ, რადგან ყველაფერს გავაკეთებთ მის დასაცავად, რათა შევაჩეროთ ის, ვინც არ უნდა იდგეს ამის უკან. ვეჭვობთ, რომ ამის უკან შეიძლება საქართველოს მთავრობის აგენტები იდგნენ. ჯერჯერობით კონკრეტული ნიშანი ამისა არ არის. მაგრამ, როცა ორი დამოუკიდებელი სადაზვერვო ინფორმაცია გაქვს, ბევრის გაკეთება არ შეგიძლია, უბრალოდ საჯარო უნდა გახადო.
ჩვენ ვიცით, რომ ეს გეგმა დაორგანიზდა და სადაზვერვო სააგენტოებსა და პოლიციას მივანდობთ, დაადგინონ ვინც აფინანსებდა ამას და ხალხმა თავად უნდა გამოიტანოს დასკვნები. ძალიან ბევრ სახიფათო ქვეყანაში მიმუშავია 45 წლის განმავლობაში და ასეთი პრეს-რელიზი არასდროს გამივრცელებია, ასე, რომ შეგიძლიათ ივარაუდოთ, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ინფორმაცია ჩემთვის", - აცხადებს ადვოკატი.
ასევე ნახეთ:
შეგახსენებთ, რომ 4 მარტს ცნობილი გახდა, რომ გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველო დატოვა. ამის შემდეგ, ე.წ. ბიტკოინების საქმეზე სასამართლომ მას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ბაჩიაშვილს ბრალი კიდევ ორ საქმეზე აქვს წარდგენილი. ე.წ. მტკვარი ჰესისა და საზღვრის უკანო კვეთაზე.