დაიწყება თუ არა გამოძიება სასამართლოს მანდატურის სამსახურის წინააღმდეგ?

24.04.25 12:17
დაიწყება თუ არა გამოძიება სასამართლოს მანდატურის სამსახურის წინააღმდეგ?

დაიწყება თუ არა გამოძიება სასამართლოს მანდატურის სამსახურის წინააღმდეგ?  ახალგაზრდა აქტივისტი, გურამ ღონღაძე რომელიც სასამართლოს დერეფანში დაშავდა ამ დრომდე კლინიკაში რჩება. ღონღაძეს ტვინის შერყევა და გულ-მკერდის არეში დაჟეჟილობები აღენიშნება. ღონღაძემ ეს დაზიანებები მაშინ მიიღო, როცა მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებმა ის და მისი თანამოაზრეები სხდომათა დარბაზიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს.

ადვოკატი გუჯა ავსაჯანიშვილი ამბობს, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან არავინ დაკავშირებიათ და მათი მხრიდან რეაგირება არ მომხდარა. 

თუ მათი მხრიდან არ მოხდება რეაგირება, რა თქმა უნდა, ჩვენ თავად მივმართავთ - ამბობს ადვოკატი. 

ამ ეტაპამდე არ დაგვკავშირებიან სამართალდამცავები, როდესაც მათ აქვთ ვალდებულება, მედიასაშუალებებით თუ ფაქტი გამოვლინდა რეაგირება მოახდინონ. თუ მათი მხრიდან არ მოხდება რეაგირება, რა თქმა უნდა, ჩვენ თავად მივმართავთ. ჩვენ გვაქვს ვიდეომტკიცებულებები, მოწმეები გვყავს. რა თქმა უნდა ჩვენ არ ვართ ბრალდების მხარე და მტკიცებას არ დავიწყებთ, მაგრამ ჩვენ შევთავაზებთ ბრალდების მხარეს იმ მტკიცებულებებს, რაც ადასტურებს კონკრტული პირების შესაძლო დანაშაულებრივ ქმედებას -ამბობს გუჯა ავსაჯანიშვილი.