პოლიციელი, რომელსაც ქალის თმით თრევაში ამხელენ, გომელაურმა მის პირველ მოადგილედ დანიშნა

24.04.25 22:24
პოლიციელი, რომელსაც ქალის თმით თრევაში ამხელენ, გომელაურმა მის პირველ მოადგილედ დანიშნა

პოლიციელი როლანდ მესხი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ აქციის მონაწილე ქალს თმები მოქაჩა, გომელაურის პირველ მოადგილედ დაინიშნა - ამის შესახებ შსს-ის ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი. 

ეს უკანასკნელი დღემდე შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე იყო.

როლანდ მესხი მრავალი წლის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა, ხოლო 2021 წლის ივლისიდან დღემდე შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის პოსტს იკავებდა.

როლანდ მესხი განათლებით სამართალმცოდნეა, 2002 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.

როლანდ მესხი პოლიციის პოლკოვნიკია და საპოლიციო საქმიანობის მიმართულებით 20 წლიანი სამუშაო სტაჟი გააჩნია,- წერია შსს-ს მიერ გავრცლებულ ინფორმაციაში.

გოგონა, რომელზედაც რონი მესხმა იძალა, "პირველებთან" ინტერვიუში ამბობდა, რომ მასზე პოლიციის მაღალჩნოსანმა ტელეკამერების წინ ჯერ იძალადა, შემდეგ კი თმით ითრია. 

20 წლის სტუდენტს, ნატა ჭიოკიძეს კარლო კაციტაძის უწყებაში განცხადება არც კი შეუტანია, რადგან დარწმუნებული იყო, რომ “უსამართლო საგამოძიებო უწყებები მის საქმეს, უბრალოდ, არ გამოიძიებდნენ.“

დღეს კი ცნობილი გახდა, რომ საგამოძიებო სამსახურმა არა თუ მის წინააღმდეგ მოკვლევა დაიწყო, არამედ გომელაურის პირველ მოადგილედ დაინიშნა.

მსგავსი სიახლეები