რა დამსახურებით დააწინაურეს ქალზე ძალადობაში მხილებული რონი მესხი-პაპუაშვილის კომენტარი

25.04.25 15:33
რა დამსახურებით დააწინაურეს ქალზე ძალადობაში მხილებული რონი მესხი-პაპუაშვილის კომენტარი

რა დამსახურებით დააწინაურეს ქალზე ძალადობაში მხილებული რონი მესხი-პაპუაშვილის მტკიცებით, მისი დაწინაურება “პროფესიონალიზმის და კვალიფიციურობის გამო მოხდა.“

“ეს არის შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილება და გადაწყვეტილება მიიღება ადამიანის კომპეტენციისა და პროფესიონალიზმიდან გამომდინარე“,-თქვა მან.

ამასთან, დღეს პაპუაშვილი რონი მესხის გამართლებასაც ცდილობდა და ამბობდა, რომ  “ის იძულებული გახდა, ქალისთვის თმა მოექაჩა, რადგან დაკავების პროცესში სამართალდაცმველებს ხელს უშლიდა.“

კადრები ნანახი მაქვს, ეს იყო დაკავების პროცესი, რომელსაც ხელს უშლიდა ადამიანი. ხდებოდა ერთ-ერთი მამაკაცის დაკავება და ეს ქალბატონი ხელს უშლიდა დაკავების პროცესს და პოლიციისთვის დაკავების პროცესში ხელის შეშლა, სხვათა შორის, ასევე დანაშაულია და როგორც ვხვდები, მის წინააღმდეგ რაიმე პრეტენზია პოლიციას არ წაუყენებია,- თქვა პაპუაშვილმა.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ პოლიციელი როლანდ მესხი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ აქციის მონაწილე ქალს თმები მოქაჩა, გომელაურის პირველ მოადგილედ დაინიშნა. ეს უკანასკნელი ამ დრომდე შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე იყო.

მსგავსი სიახლეები