პირდაპირი წახალისებაა მოძალადე პოლიციელების-სამოქალაქო აქტივისტები რონი მესხის დაწინაურებაზე

25.04.25 15:48
პირდაპირი წახალისებაა მოძალადე პოლიციელების-სამოქალაქო აქტივისტები რონი მესხის დაწინაურებაზე

“სამარცხვინოს“ უწოდებენ სამოქალაქო აქტივისტები რონი მესხის დაწინაურებას და ასევე, შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომელიც მესხის ძალადობას ამართლებს.

ისინი აცხადებენ, რომ ე.წ. ხელისუფლებისგან, რომელიც აპატიმრებს ჟურნალისტებს სილის გაწნისთვის, ხოლო მონისტრის მოადგილედ ნიშნავს იმ ადამიანს, რომელმაც ქალზე იძალადა, აღარაფერი უკვირთ.

“ხელისუფლება ყველანაირი ჩარჩოდან არის გასული, ეს არის ცალსახად ძალადობის წახალისება“,- ამბობენ ისინი.

ცდილობენ მოძალადეებით დააკომპლექტონ პოლიცია, რადგან ჩვენ ვხედავთ, რომ ძალიან დიდი გადინებაა პოლიციაში და მოჰყავთ ის ადამიანები, ვინც დამნაშავეები არიან, ვისაც შუბლის ძარღვი არ გააჩნიათ, ამ ყველაფრით კი ცდილობენ, რომ სამოქალაქო აქტივისტები დააშინონ, პაპუაშვილი კი ცდილობს, ეს ადამიანები გაამართლოს, წაახალისოს, დააწინაუროს, პრემია ჩაურიცხოს. ის ადამიანები, ვინც დღეს პოლიციის ფორმას ატარებენ, მაგრამ სინამდვილეში მოძლადეები არიან, აუცილებლად დაისჯებიან,- ამბობს სამოქალაქო აქტივისტი.

პირდაპირი წახალისებაა მოძალადე პოლიციელების, რაც უფრო მეტად გაიმეტებენ აქტივისტებს, მით უფრო კარგ თანამდებობაზე მოხვდებიან, ეს იქნება მათი მოტივაცია. ძალიან სამარცხვინოა, ამ ადამიანის დაწინაურება და უფრო სამარცხვინოა, დღევანდელი განცხადება პაპუაშვილის, სადაც ამბობს, რომ “ეს ქალბატონი უშლიდა ხელს პოლიციას ადამიანის დაკავებაში“, -ამბობს კიდევ ერთი აქტივისტი.

მათივე თქმით“ოცნება“ საზოგადოების დაყოფით მაქსიმალურად ცდილობს დაძაბული იყოს ქვეყანაში ვითარება და ამით საზრდოობს.

ხელისუფლება ყველანაირი ჩარჩოდან არის გასული, ეს არის ცალსახად ძალადობის წახალისება, ყველა მიმართულებით ძალადობას ახალისებს ხელისუფლება, ქუჩაშიც. საზოგადოების დაყოფით მაქსიმალურად ცდილობს დაძაბული იყოს ქვეყანაში ვითარება, და “ოცნება“ ამით საზრდოობს, სხვა გადარჩენის გზა მათ თავიანთ თავში არ ესახებათ და აკეთებენ იმას, რასაც აკეთებენ,-ამბობს აქტივსტი.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ პოლიციელი როლანდ მესხი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ აქციის მონაწილე ქალს თმები მოქაჩა, გომელაურის პირველ მოადგილედ დაინიშნა. ეს უკანასკნელი ამ დრომდე შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე იყო.

მსგავსი სიახლეები