ვინ ამარაგებს საკვები პროდუქტებით ციხეებს? - "პირველებმა" ახალი დეტალები გაარკვია

25.04.25 16:18
ვინ ამარაგებს საკვები პროდუქტებით ციხეებს? - "პირველებმა" ახალი დეტალები გაარკვია

ვინ ამარაგებს საკვები პროდუქტებით ციხეებს? სპეციალური პენიტენციური სამსახური თავის მართლების რეჟიმზე გადავიდა.  უწყებამ დღეს განცხადება გამოაქვეყნა სადაც ამტკიცებს, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა და სამსახურის თანამშრომელთა კვებითი მომსახურება სრულად და შეუფერხებლად მიმდინარეობს.

თუმცა პენიტენციური ვერ უარყოფს 18 აპრილით დათარიღებულ მათივე წერილს, რომელიც ჯერ პენიტენციურის შესაბამის დეპარტამენტში, შემდეგ კი შესყიდვების სააგენტოშია გაგზავნილი. 

არადა სულ სხვა წერია წერილში, სადაც ნათქვამია, რომ ციხეებში საკვები მარაგები ამოიწურა. 

"პირველებმა" დადგინა, რომ გამარტივებული წესით ხელშეკრულება ახლა "ექსპრესს ჯგუფთან" არის გაფორმებული, დოკუმენტში 373 ათას 264 ლარიან გამარტივებულ შესყიდვაზეა საუბარი, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო და სპეციალური პენიტენციური სამსახური ითხოვს. 

"პირველები" ესაუბრა "ილი ჯგუფის" დირექტორს. სწორედ "ილი ჯგუფი" იყო საკვების მიმწოდებელი პენიტენციურისთვის, რომელიც ექსპერტების თქმით, ფინანსური პრობლემები შეექმნა და მოვალეთა რეესტრშია შეყვანილი. ილია ჩაჩუა "პირველებთან" უარყოფსს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც მათ ხელშეკრულება გაწყვიტეს, სავარაუდოდ, სწორედ ამ კომოპანიაზე საუბარი წერილშიც. 

წერილი, რომელიც 18 აპრილით თარიღდება და რომელიც "პირველებმა" მოიპოვა წერია, რომ კომპანია "ილი ჯგუფი", რომლესაც 103 მილიონიანი ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული, 15 აპრილიდან ციხეებისთვის  პროდუქტების მიწოდება შეწყვიტა.

მსგავსი სიახლეები