“როდიდან გახდა ქალზე ძალადობა პროფესიონალიზმი?“-მოქალაქეებს აინტერესებთ, რა ნიშნით დააწინაურეს რონი მესხი

25.04.25 17:41
“როდიდან გახდა ქალზე ძალადობა პროფესიონალიზმი?“-მოქალაქეებს აინტერესებთ, რა ნიშნით დააწინაურეს რონი მესხი

ევროპული მომავლის მცველები ახსნა-განმარტებებს ელოდებიან. მოქალაქეებს აინტერესებთ, რა ნიშნით შეარჩიეს გომელაურის მოადგილედ კაცი, რომელიც წინა კვირას ქუჩაში სამოქალაქო აქტივისტ ქალს თმაში წვდა.

თუმცა მოქალაქეებისთვის უფრო აღმაშფოთებელი აღმოჩნდა შალვა პაპუაშვილის კომენტარი, რა დროსაც მან ქალზე მოძალადე პოლიციელი გაამართლა და აღნიშნა, რომ “ეს ქალბატონი ხელს უშლიდა დაკავების პროცესს“.

ისინი “ოცნებას“ კითხვას უსვამენ: როდიდან გახდა ქალზე ძალადობა პროფესიონალიზმი?

როდიდან გახდა ქალზე ძალადობა პროფესიონალიზმი არ ვიცი, კითხვა მაქვს “ქართულ ოცნებასთან“. ზუსტად ესაა ბიძინა ივანიშვილის ხელწერა, ვინც უფრო კარგად სცემს, ვინც უფრო კარგად დაიჭერს, ქალზე იძალადებს და დაარბევს, მაგ ადამიანებს აწინაურებენ. ეს არის იმ ახალგაზრდა პოლიციელებისთვის წახალისება, რომ თუ დაიჭერენ ხალხს და მათზე იძალადებენ, აუცილებლად დააწინაურებენ.ესაა რუსული რეჟიმის სახე“,- ამბობს აქტივისტი.

“სამწუხაროდ, დღეს ქვეყანაში გვაქვს ის სიტუაცია, როცა დამსახურება ხდება ის, ვინ უფრო მეტად იძალადებს, ვინ უფრო მეტ ადამიანს დაიჭერს“,- ამბობენ ისინი.

კვალიფიკაცია ყოველთვის კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, როდესაც ადამიანი არის ამორალური, კანონს ეფარება და ჩადის კრიმინალს. სამწუხაროდ, დღეს ქვეყანაში გვაქვს ის სიტუაცია, როცა დამსახურება ხდება ის, ვინ უფრო მეტად იძალადებს, ვინ უფრო მეტ ადამიანს დაიჭერს. რაღაც შაბლონი აქვთ ეტყობა, ვინ დაამყარებს რეკორდს და ამის შესაბამისად იძლევიან თანამდებობებს. სამწუხაროდ, “ქართულმა ოცნებამ“ და ზოგადად ხელისუფლების წარმომადგენლებმა, შეითავსეს მკაცრი მამინაცვლის როლი, პაპუაშვილის განცხადება რაც იყო, ღირსი იყო ის გოგონა მეტის და მიიღო ნაკლები“,- ამბობს სამოქალაქო აქტივისტი.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ პოლიციელი როლანდ მესხი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ აქციის მონაწილე ქალს თმები მოქაჩა, გომელაურის პირველ მოადგილედ დაინიშნა. ეს უკანასკნელი ამ დრომდე შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე იყო.

მსგავსი სიახლეები