"პირველების" ინფორმაციით, "კანონიერი ქურდის", მერაბ ჯანგველაძის ძმის მკვლელობაში ბრალდებულს ყვარელში სახლი გადაუწვეს
"პირველების" ინფორმაციით ე.წ. კანონიერი ქურდის, მერაბ ჯანგველაძის ძმის მკვლელობაში ბრალდებულს, გოჩა უძილაურს ყვარელში სახლი გადაუწვეს. ინფორმაციას "ტვ პირველს" ადგილობრივები აწვდიან. "პირველების" გადამღები ჯგუფი შემთხვევის ადგილზე რამდენიმე წუთში იქნება და მასალა შესაბამისად განახლდება.
ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 16 აპრილს ჩაცხრილეს. შაბათის ეთერის ინფორმაციით, ჯანგველაძე მოსკოვიდან თბილისში, მკვლელობამდე 3 საათით ადრე, მეგობრის და ბიზნესპარტნიორის, გურამ მოქიას პანაშვიდზე ჩამოვიდა.
მომხდარზე პოლიციამ 17 მარტს გელა უძილაური დააკავა. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.109-ე მუხლის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა ჩადენილი ორის პირის მიმართ, ისეთი საშუალებით რომელიც საფრთხეს უქმნის სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას) და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.