პროკურატურის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ჟორჟოლიანის სახლის ჩხრეკას სუს-ის თანამშრომლები ატარებდნენ
„ნანუკას ფონდის“ დამფუძნებლის, ნანუკა ჟორჟოლიანის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა დასრულებულია - ჟურნალისტის საცხოვრებლი სახლის სადარბაზოდან პოლიციელების გასვლას კორპუსთან შეკრებილების მხრიდან ხმაური მოჰყვა: "რუსებო"; "მონებო" - სკანდირებდნენ ადგილზე შეკრებილები.
ამასთან, "პირველებთან" პროკურატურის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ჟორჟოლიანის სახლის ჩხრეკას სუს-ის თანამშრომლები ატარებდნენ, როგორც ამას ნანუკა ჟორჟოლიანი წერდა.
გამომძიებელმა "პირველებთან" თქვა, რომ სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურის წარმომადგენლები საგამოძებო მოქმედებაში იღებდნენ მონაწილოებას. მას არ უთქვამს, თუ რას ეძებდნენ და რა წაიღეს ჟურნალისტის სახლიდან.
ჩხრეკა ნანუკა ჟორჟოლიანის სახლში 7 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
- პროკურატურის ინფორმაციით, ჩხრეკა „საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში“ ჩატარდა.