მერაბ დვალიშვილი თბილისშია - UFC-ის ჩემპიონის პირველი კომენტარი (ვიდეო)

11.06.25 11:01
მერაბ დვალიშვილი თბილისშია - UFC-ის ჩემპიონის პირველი კომენტარი  (ვიდეო)

 

 

 

 

მერაბ დვალიშვილი თბილისიშია -  UFC-ის ქართველი ჩემპიონი შტატებიდან საქართველოში რამდენიმე წუთის წინ "ემემეის" ბლოგერ ნინა დრამასთან ერთად ჩამოფრინდა. ქართველ სპორტსმენს აეროპორტში გულშემტკივრების არმია, ოჯახის წევრები და მოქალაქეები დახვდნენ.

მერაბ დვალიშვილმა მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა, თქვა, რომ უხარია სამშობლოში დაბრუნება და რომ გაჩერებას არ აპირებს.

დვალიშვილმა ასევე ისაუბრა დონალდ ტრამპთან აუდიენციაზე და თქვა, რომ ამერიკის პრეზიდენტთან საქართველო ახსენა. 

პირველ რიგში, ბედნიერი ვარ, რომ დავიცავი ჩემი ქამარი და სახლში დაბრუნება ყოველთვის მიხარია. ბედნიერი ვარ, ყველაფერი წინ არის, გაჩერებას არ ვაპირებ.

რა თქმა უნდა რამოდენიმე სიტყვა ვუთხარი დონალდ ტრამპს. პირდაპირ დეტალურად არ ვიტყვი, მაგრამ ვახსენე საქართველო, ჩემი პატივისცემა დავუდასტურე, ჩემი და ჩემი ქვეყნის პატივისცემა, იდევ ერთხელ. კარგი ბრძოლა იყო, მოეწონა ჩემი ბრძოლა. რა თქმა უნდა ყველაფერი ერთად ძალიან კარგი იყო, ჩემი გამარჯვება, როგორც იცით, ამერიკიც პრეზიდენტის თამაში იყო, ქამარი კიდევ ერთხელ დავიცავი, კიდევ ერთხელ დავუმტკიცეთ ყველას, რომ მაგრები ვართ და ყველაფერი წინ არის, გაჩერებას არ ვაპირებთ"- თქვა მერაბ დვალიშვილმა. 

UFC-ის  საჩემპიონო ქამარი დვალიშვილმა კარიერაში მეორედ დაიცვა. მან ამერიკელი შონ ომალი 3 დღის წინ ნიუ ჯერსიში გამართული შეხვედრის დროს  დაამარცხა.

ბრძოლას ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც ესწრებოდა, რომელმაც 34 წლის ქართველს გამარჯვება მიულოცა და მასთან ერთად ფოტოც გადაიღო.