ჩემთვის მთავარი მოტივაცია ჩვენი ქვეყნის წარმოჩენაა - მერაბ დვალიშვილი რიყის პარკთან მხარდამჭერებს ხვდება

11.06.25 13:45
ჩემთვის მთავარი მოტივაცია ჩვენი ქვეყნის წარმოჩენაა  - მერაბ დვალიშვილი რიყის პარკთან მხარდამჭერებს ხვდება

მერაბ დვალიშვილი ამ წუთებში მხარდამჭერებს ხვდება. UFC -ს ქართველი ჩემპიონი, რომელიც თბილისში მწვრთნელთან, სპორტსმენებთან და კრეატორებთან ერთად ჩამოვიდა, ამ წუთებში რიყის პარკში იმყოფება, სადაც გულშემატკივრებს სცენიდან მიმართავს.

სპორტსმენის თქმით, მისი მთავარი მიზანი საქართველოს ღირსეულად წარმოჩენაა, ამიტომ ყველა შანსს იყენებს იმისთვის, რომ ქვეყნის სახელი საერთაშორისო ასპარეზზე დაამკვიდროს.

ჩემთვის მთავარი მოტივაციაა ჩვენი ქვეყნის წარმოჩენა და ერთი აგურის დადება ჩვენი ქვეყნის პოპულარიზსაციისთვის, რასაც ვაკეთებ მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება. ამერიკაში ჩასვლიდან, თუნდაც პირად საუბრებში და სადაც შანსი მომეცემოდა ყველგან, ხაზს ვუსვამდი საქართველოს და იგივეს ვაკეთებ დღესაც, არაფერი შეცვლილა ჩემში. რაც ვყავი ცამეტი წლის წინ, როცა ჩავედი, იგივე ვარ ახლაც. ჩემი მთავარი მოტივაციაა ჩემი ქვეყანა, რომ ერთი რიგითი ჯარისკაცი ვიყო ჩემი ქვეყნის და ვაკეთო ის, რაც ვიცი - ამბობს მერაბ დვალიშვილი

გულშემატკივართან შეხვდრის  შემდეგ მერაბ დვალიშვილი საგანგებო ბრიფინგისთვის ემზადება, რომელიც 15:00 საათზეა დაანოსნებული. 

ცნობისთის, მერაბ დვალიშვილმა UFC 316-ის ღონისძიებაზე სუპერმსუბუქ წონით კატეგორიაში, ამერიკელი მეტოქე, შონ ო'მალი დაამარცხა და მეორედ დაიცვა UFC-ის ქამარი.