93 წუთზე გატანილი გამარჯვების გოლი - ქართველი ფეხბურთელების წარმატება პოლონეთთან
93 წუთზე გატანილი გამარჯვების გოლი და ქართველი ფეხბურთელების კიდევ ერთი წარმატება. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა პოლონეთი ანგარიშით 2:1 დაამარცხა და ევრო 25-ის ჯგუფის ლიდერი გახდა.
დაძაბული მატჩის კულმინაციური მომენტი ერთად შექმნეს მამაგეიშვილმა ფლანგიდან შეტევით, მაისურაძემ ბურთის მონადირებით, რასაც საბოლოოდ გიზი გორდეზიანის დარტყმა და გოლიც მოჰყვა. ჟილინაში ისმოდა ქართველი ქომაგების შეძახილებიც.
ჯგუფში პარალელურად ჩატარებული მეორე მატჩი პორტუგალიასა და საფრანგეთს შორის ფრედ დასრულდა.
მომდევნო შეხვედრა საქრათელოს ნაკრებს შაბათს საფრანგეთის წინააღმდეგ ექნება.
ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თქმით, ახლა გუნდის უმთავრესი მიზანი ენერგიის და ძალების აღდგენაა.
ყველაზე მთავარია ახლა, რომ რაც შეიძლება სწრაფად, ძალიან მოკლე დროში მოხდეს ძალების აღდგენა, იმიტომ, რომ ძალიან დიდი ძალა წავიდა დღეს. დღეს გვყავდა ფეხბურთელების ჯგუფი, რომლებმაც ძალიან დიდი ხნის შემდეგ ითამაშეს თამაში, ძალიან დიდი დატვირთვით, ამიტომ, ვფიქრობთ ერთადერთ რამეზე, რომ რაც შეიზლება მალე მოხდეს ძალების აღდგენა. არ შეიძლება არ გამოვყოთ საზონოვის დღევანდელი თამაშ, იმიტომ, რომ ურთულესი იყო, ეს ყველა ფეხბურთელს ეხება, რა თქმა უნდა, უბრალოდ საზონოვს განვიხილავ იმ თვალსაზრისით, რომ ძალიან დიდი ხნის პაუზის შემდეგ მან ითამაშა 90 წუთი და იტამაშა მაშინ, როდესაც მისთვის არ შეიძლებოდა ამ დროით თამაში, ამიტომ, ეს ყველაფერი რა თქმა უნდა მისასალმებელია - ამბობს რამაზ სვანაძე
ფეხბურთელების თქმით, ისინი კმაყოფილი არიან პოლონეთთან მიღწეული გამარჯვებით, თუმცა მათთვის ეს მხოლოდ დასაწყისია და გადამწყვეტი თამაშები ჯერ კიდევ წინ აქვთ.
ვაგრძელებთ მომზადებას დარჩენილი ორი თამაშისთვის და ვეცდებით, მაქსიმალური ამოვიღოთ ამ ორი თამაშიდან, იმიტომ, რომ ჯერ არ დამთავრებულა არაფერი. კარგ სიტუაციაში ვართ, ჩვენს ხელშია ყველაფერი და უნდა მივიყვანოთ საქმე ბოლომდე.
გარდამტეხი დღევანდელ თამაშზე ის იყო, რო მონდომებულები ვიყავით, ამან გადაწონა ყველაფერი, არ დავნებდიტ ბოლო წამამდე, მაქსიმალურად ჩავერთეთ, მაქსიმუმი გავაკეთეთ. ერთობამ და ერთიანობამ გამოიღო შედეგი - ამბობს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი, გაბრიელ სიგუა.