ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონია

ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონია. ის პირველი ქართველი ძიუდოისტი ქალი გახდა. ინფორმაციას ამის შესახებ სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
„მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა ეთერ ლიპარტელიანმა (-57 კგ). მან ფინალში იაპონელი მომო ტამაოკი დაამარცხა და პირველი ქართველი ძიუდოისტი ქალი გახდა, რომელმაც სენიორებს შორის ოქროს მედალი მოიპოვა. ფინალამდე ეთერ ლიპარტელიანმა სამხრეთკორეელი ჯუჰე კიმი, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სახელით მოასპარეზე დარია კურბონმამედოვა და ფინელი ფილალ სალონელი დაამარცხა. ნახევარფინალში კი თურქმენეთის სახელით მოასპარეზე მაია პარდაიევას სძლია“,- ნათქვამია სპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.