საფეხბურთო კლუბი "დინამო ბათუმი" ფინანსურ კრიზისშია - ფან კლუბი ბიზნეს სექტორს მიმართავს
საფეხბურთო კლუბი "დინამო ბათუმი" ფინანსურ კრიზისშია. დავალიანება მილიონ ლარს აღემატება, რის გამოც კლუბს ევროტურნირებიდან ერთწლიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება.
განცხადება ფინანსურ კრიზისზე "დინამო ბათუმის" ფანკლუბმა გაავრცელა. გულშემატკივრები დახმარებას ბიზნეს სექტორს სთხოვენ.
ვისაც ხელეწიფება ის, რომ "დინამო ბათუმში" ფინანსური დავალიანება აღმოფხვრას, ვთხოვთ ყველა იმ ბიზნესმენს თუ ინვესტორს, მოვიდნენ და გუნდის გადარჩენაში მიიღონ მონაწილეობა. "დონამო ბათუმის" გულსემატკივრები და ბათუმის საზოგადოება მზადაა იმისთვის, რომ ჩვენ ვიხილოთ გუნდის გაუმჯობესება. მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ერთადერთი მთავარი ამბავი რაც არის, რომ ჩვენგან არის იმის მზაობა, რომ მოვიდეს ინვესტორი, გადაიბაროს კლუბი. ჩვენ, უბრალოდ, არ გვსურს ამ ფინანსური პრობლემების ფონზემო ვიმოქმედოთ ისე, რომ რეალური შედეგი არ იყოს, - აცხადებენ ფან კლუბში.