ფიფა-ს მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული ლონდონის “ჩელსი“ გახდა

14.07.25 10:28
ფიფა-ს მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული ლონდონის “ჩელსი“ გახდა

ლონდონის „ჩელსი“ ფიფა-ს მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებულია. ტურნირის ფინალში ინგლისურმა გუნდმა უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მოქმედი ჩემპიონი „პარი სენ-ჟერმენი“ 3:0 დაამარცხა.

ისტ რუზერფორდის (ნიუ ჯერსი) „მეტლაიფ სტედიუმზე“ გამართულ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელია ფრანგული გრანდის ძირითად შემადგენლობაში იყო, თუმცა მან მხოლოდ 58 წუთი ითამაშა.ლუის ენრიკემ ხვიჩა კვარაცხელია მოედნიდან გაიყვანა და მის ნაცვლად თამაშში ბრედლი ბარკოლა ჩაერთო. 

შეხვედრაში „ჩელსი“ 22-ე წუთზე სწრაფი კონტრშეტევის შემდეგ კოულ პალმერის გოლით დაწინაურდა, რომელმაც რვა წუთში დუბლი შეასრულა. ხოლო 43-ე წუთზე ჟოაო პედრომ მე-3 გოლით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

შედეგად, “ჩელსიმ“ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი ისტორიაში მეორედ მოიგო. 

წელს მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატში მონაწილეობას ექვსი კონტინენტის 32 გუნდი იღებდა. შემდეგი გათამაშება 2029 წელს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები