რუსი მოფარიკავე და მოქმედი სამხედრო სოფია ველიკაია უკრაინელმა მეტოქემ დაამარცხა

26.07.25 20:06
რუსი მოფარიკავე და მოქმედი სამხედრო სოფია ველიკაია უკრაინელმა მეტოქემ დაამარცხა

უკრაინელმა  მოფარიკავეm, ბატასკოვა იულიამ თბილისში ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატზე რუსი მეტოქე და მოქმედი სამხედრო სოფია ველიკაია  ანგარიშით – 14:15 დაამარცხა.

„დღეს თბილისში, ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატზე, თითქოს ერთი შეხედვით, უბრალოდ სპორტული ორთაბრძოლა შედგა. მაგრამ ნახევარი საათის წინ, ხმლის ერთი მოქნევით, მოხდა რაღაც მეტიც - ძალადობის წინააღმდეგ თქმული ხმა გაისმა.

უკრაინელმა სპორტსმენმა, ბაკასტოვა იულიამ დაამარცხა სოფია ველიკაია — რუსეთის არმიის მაიორი, ქალი, რომელმაც არაერთხელ საჯაროდ დაუჭირა მხარი პუტინის რეჟიმს.

ეს გამარჯვება იყო წუთიერი, მაგრამ ნათელი პასუხი უსამართლობაზე. ეს იყო გამარჯვება მათთვის, ვინც იბრძვის თავისუფლებისთვის, ქვეყნისთვის, სიცოცხლისთვის", - წერს ანა კვარცხავა და სოციალურ ქსელში უკრაინელი სპორტსმენის გამარჯვების ამსახველი ვიდეოს აქვეყნებს.

მსგავსი სიახლეები