მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 4 აგვისტოდან დაიწყება

01.08.25 14:41
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 4 აგვისტოდან დაიწყება

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის  მატჩებზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 4 აგვისტოდან დაიწყება.

ეროვნული ნაკრები სექტემბერში მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ორ საშინაო მატჩს გამართავს – 4 სექტემბერს „ჯვაროსნები“ თურქეთს უმასპინძლებენ, ხოლო 7 სექტემბერს – ბულგარეთს. ორივე მატჩი „დინამო არენაზე“ გაიმართება.

ბილეთების გაყიდვა 4 აგვისტოს 12:00 საათზე დაიწყება და მხოლოდ ონლაინ რეჟიმში, biletebi.ge-ზე გაიყიდება.

საქართველო – თურქეთის მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 4 აგვისტოს, ხოლო საქართველო – ბულგარეთის თამაშის ბილეთების რეალიზაცია 7 აგვისტოს დაიწყება. ორივე მატჩზე ხელმისაწვდომი იქნება ოთხი კატეგორიის ბილეთი, რომლის ფასები 20, 40, 70 და 100 ლარი იქნება, თითოეულ თამაშზე ერთ მომხმარებელს მაქსიმუმ სამი ბილეთის შეძენა შეეძლება.

უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, სტუმარი გუნდის გულშემატკივრებისთვის გამოყოფილ პირველი იარუსის მე-9 და მე-10 სექტორში ქართველი გულშემატკივრებისთვის ბილეთები არ გაიყიდება.

მსგავსი სიახლეები