ტრაგედია ბათუმში - საქართველო-საბერძნეთის საფეხბურთო მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება

ბათუმში დაგეგმილი საქართველო-საბერძნეთის საფეხბურთო მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება.
ბათუმში დატრიალებულ ტრაგედიის შემდეგ, საკოორდინაციო საბჭოს 5 ოქტომბრის გადაწყვეტილება, მატჩზე მაყურებლის 33%-ის დაშვების შესახებ, ძალადაკარგულად გამოცხადდა.
მაყურებელს ბილეთებში გადახდილი თანხა უკან დაუბრუნდება.
მატჩზე დასწრებას შეძლებს მხოლოდ საბერძნეთის დელეგაცია და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები.