ზურაბ დათუნაშვილი მსოფლიო ჩემპიონია

ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე, სერბეთის სახელით მოასპარეზე ქართველი, ზურაბ დათუნაშვილი (87კგ), ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
დათუნაშვილმა ფინალში ბელარუს მასკევიჩს დიდი უპირატესობით ანგარიშით 9:1 სძლია.
წელს დათუნაშვილი მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი გახდა, ის ასევე ტოკიო 2020 ოლიმპიადის ბრინჯაოს მედალოსანია.